ანდრია გვიდიანი: კონგრესმენი მალინი არის "ფრონტერას" ოფიციალური ლობისტი. ის იღებს ხელფასს ამ კომპანიის ლობირებაში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
397 19 იანვარი 2020, 22:08
"კონგრესმენ მალინის განცხადება ნაკარნახევია მხოლოდ და მხოლოდ პირადი ინტერესით, მხოლოდ და მხოლოდ იმით, რომ ის ლობირებს ოფიციალურად კომპანია "ფრონტერას" და ძალიან მარტივად ამაში გასამრჯელოს იღებს", - ამის შესახებ ეკონომისტი ანდრია გვიდიანი სოციალურ ქსელში წერს, რითაც ამერიკელი კონგრესმენის მარკუეინ მალინის მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის ტვიტერში დაწერილ ღია წერილს ეხმაურება.

"ვინც კონგრესმენ მალინის განცხადებით აღშფოთებული ხართ, მათ საყურადღებოდ! პირადად ჩემთვის გიორგი გახარიასადმი კონგრესმენ მალინის წერილი არანაირი მოულოდნელობა არ იყო. პირიქით, ის გამიკვირდებოდა, რომ მას მსგავსი შინაარსის წერილი არ გამოექვეყნებინა. საზოგადოებამ არ იცის და საჭიროდ მივიჩნევ ორიოდე სიტყვით განვმარტო და მივაწოდო სწორი და ამომწურავი ინფორმაცია ბატონი კონგრესმენის და, ზოგადად, ამ ამბის შესახებ. 

პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ კონგრესმენის წერილის ძირითადი აქცენტი საქართველოში მოქმედი კომპანიის "ფრონტერა რესურსის" შესახებ იყო. ამასთან, ეს წერილი მაქსიმალურად დამძიმებული და გაბუქებული იყო პოლიტიკური ნარატივითაც. 

ახლა საქმე რაშია - როგორც იცით, აშშ-ში ლობისტური საქმიანობა ლეგალური და გამჭვირვალეა. შესაბამისად ცნობილია, რომ ბატონი მალინი არის "ფრონტერას" ოფიციალური ლობისტი. ის იღებს ხელფასს ამ კომპანიის ლობირებაში და მისი ინტერესების გატარებაში. ესეც ფაქტი იხილეთ ლინკი - https://www.opensecrets.org/orgs/toprecips.php?id=D000071040&type=P&sort=A&cycle=2020 მსუბუქად რომ ვთქვა, კონგრესმენი იქცევა არაეთიკურად, როდესაც იყენებს მის პოლიტიკურ გავლენას მის მიერ ლობირებული კომპანიის მხარდასაჭერად. 

ახლა რაც შეეხება კომპანია "ფრონტერას" - როგორც იცით, "ფრონტერა" საქართველოში გაკოტრდა და ის ძალიან ბევრი არგუმენტით, დადანაშაულებული იყო თაღლითურ გარიგებებში, ხოლო ამჟამად საქართველო ამ კომპანიასთან სტოქჰოლმის საერთაშორისო არბიტრაჟში აწარმოებს საერთაშორისო დავას. შესაბამისად, კონგრესმენს ის კი არ ადარდებს, რასაც წერს, ის ადარდებს, რომ მისმა დალობირებულმა კომპანიამ სრული კრახი განიცადა ჩვენ ქვეყანაში და დიდი ალბათობით, წააგებს საერთაშორისო დავასაც საქართველოსთან. 

გარდა ამისა, როგორც ვიცი, 2019 წლის ბოლოდან კომპანია „ფრონტერა“ მისი თანამშრომლების სახელფასო დავალიანებასაც კი აღარ ისტუმრებს, რაც იწვევს პერიოდულ გაფიცვებს თანამშრომლების მხრიდან. რა თქმა უნდა, "ნაცმოძრაობა" ამას არ იტყვის იმდენად, რამდენადაც მათი პოლიტიკური დღის წესრიგისთვის ეს შეუსაბამოა. გარდა ამისა, იმ ფაქტის აღიარება, რომ აღნიშნული წერილის ძირითადი პათოსი "ფრონტერას" ეხება, არაფერში აწყობს. მეორე მხრივ, "ქართული ოცნება" ღიად ამ პოზიციას ვერ დააფიქსირებს, რადგან ერთი კონკრეტული კონგრესმენის პირადი ინტერესების გამო სტრატეგიულ პარტნიორთან არ ღირს რაიმე გაურკვევლობა. 

კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ, კონგრესმენ მალინის განცხადება ნაკარნახევია მხოლოდ და მხოლოდ პირადი ინტერესით, მხოლოდ და მხოლოდ იმით, რომ ის ლობირებს ოფიციალურად კომპანია ფრონტერას და ძალიან მარტივად ამაში გასამრჯელოს იღებს", - წერს ანდრია გვიდიანი.

ცნობისთვის, "რესპუბლიკელი" კონგრესმენი მარკუეინ მალინი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ღია წერილით მიმართავს. კონგრესმენი წერილში აღნიშნავს, რომ საქართველოს დემოკრატიული ღირებულებებისგან გადახვევითა და ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებით შეშფოთებულია.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თვალჭრელიძის ქუჩაზე დაკავებულთაგან ადმინისტრაციული ჯარიმა კიდევ ორ პირს დაეკისრა
ანაკლიაში იახტ კლუბის ტერიტორიაზე წყალში მამაკაცი ჩავარდა - მაშველებმა წყლიდან მისი ცხედარი ამოიყვანეს
პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
შალვა პაპუაშვილი - შვედეთის საგარეო უწყების მხრიდან საქართველოში რაიმეს დაგმობა არაგულწრფელი და არასერიოზულია, სანამ სამინისტრო მისი ხელისუფლების წევრის, ერიკ ოტოსონის მიერ საქართველოს ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას არ დაგმობს
შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - ვგმობთ საქართველოს მიერ ევროკავშირისა და მისი ელჩის წინააღმდეგ გავრცელებულ დეზინფორმაციას
არქივი