მადლობა თქვენ იმისთვის, რაც გააკეთეთ, არაფერია იმაზე დიდი ბედნიერება როდესაც შენი საქმიანობით ასახელებ სამშობლოს და ახარებ უამრავ ადამიანს, - ასე მიმართა ტოკიოდან დაბრუნებულ ქართველ ოლიმპიელებს დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ.
„მინდა ამ წარმატებისთვის ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ. კარგად ვიცი რამხელა შრომა, რამხელა სირთულეები გამოიარეთ და ზოგადად, რა დგას ამ ყველაფრის უკან. მინდა ვსარგებლობ შემთხვევით და ყველა იმ ადამიანს, ვინც თქვენს წარმატებაში გარკვეული წვლილი შეიტანა მადლობა გადავუხადო.
ყველას კარგად გვახსოვს ზურაბ კახაბრიშვილის ცრემლიანი სახე, ის იყო პირველი თქვენი გულშემატკივარი იქ, სადაც გულშემატკივრების გარეშე გიწევდათ ასპარეზობა და მას მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო“, - განაცხადა კახა კალაძემ.
2 ოქრო, 5 ვერცხლი და 1 ბრინჯაო - დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ტოკიოს ოლიმპიადაზე მოპოვებული მედლების რაოდენობით ქართველმა სპორტსმენებმა საუკეთესო შედეგი აჩვენეს.
ცერემონიების სასახლეში დღეს, პრემიერ-მინისტრმა საქართველოს ოლიმპიური დელეგაცია მიიღო.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, სპორტსმენები, რომლებმაც ტოკიოს ოლიმპიადაზე ვერცხლის მედლები მიიღეს ჯილდოდ 500 000 ლარს მიიღებენ, ბრინჯაოს მედლის მფლობელები 250 000 ლარს, ოქროს მედლის მფლობელები კი მილიონ ლარს.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |