ოლიმპიადის დღეებში ტოკიოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
563 08 ივლისი 2021, 10:14

იაპონიის მთავრობა ტოკიოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას გეგმავს, რომელიც ძალაში ოლიმპიადის პერიოდშიც დარჩება.

იაპონიის ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, რომელიც მთავრობის პანდემიასთან ბრძოლის გუნდს ხელმძღვანელობს, საგანგებო მდგომარეობა ოლიმპიადის დაწყებამდე 11 დღით ადრე, 12 ივლისს ამოქმედდება და 22 აგვისტოს დასრულდება. 

ტოკიოში გასული დღის განმავლობაში, კორონავირუსის 920 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია 13 მაისის შემდეგ.

გავრცელებული ინფორმაციით, იაპონიის პრემიერ-მინისტრი იოშიჰიდე სუგა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ ოფიციალურ განცხადებას დღეს გააკეთებს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი