ტოკიო-2020-ის ოლიმპიადის მიმდინარეობისას, თუ უცხოელი სტუმრები არ დაიცავენ წესებს, მოხდება მათი ქვეყნიდან დეპორტაცია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
723 27 ივნისი 2021, 14:10

იაპონიის მთავრობის გადაწყვეტილებით, ტოკიო-2020-ის ოლიმპიადის დროს,  თუ უცხოელი სტუმრები არ დაიცავენ წესებს, რომლებიც კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ არის შემუშავებული, მოხდება მათი ქვეყნიდან დეპორტაცია, - ამის შესახებ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა იაპონიის პრემიერ-მინისტრმა იოსიჰიდე სუგამ.

„ჩვენ შევზღუდავთ უცხოელების გადაადგილებას. ამასთან დაკავშირებით, გარკვეულ ზომებს განვიხილავთ, მათ შორის, იძულებით დეპორტაციას იმ შემთხვევაში, თუ სტუმრები არ დაიცავენ წესებს. დაწვრილებით ვმუშაობთ ამაზე, რათა არ დავუშვათ უცხოელების კონტაქტი ადგილობრივ მაცხოვრებლებთან“, – განაცხადა სუგამ.

 

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი