780
13 ივნისი 2021, 18:40
დანიის ეროვნული ნაკრების ექიმმა მორტენ ბოსენმა დაადასტურა, რომ კრისტიან ერიქსენს „ევრო 2020“-ზე, გუშინ, საღამოს, ფინეთთან მატჩის დროს გული გაუჩერდა. ბოსენის თქმით, ამ ეტაპზე უცნობია რამ გამოიწვია ფეხბურთელის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმება.
„ერიქსენის ტესტებს კარგი შედეგები აქვს, მაგრამ გამოკვლევების გაგრძელებაა საჭირო. არავინ ვიცით რა მოხდა“, - განაცხადა ექიმმა.
კითხვას „რამდენად ახლოს იყო გუნდი ერიქსენის დაკარგვასთან, ექიმმა ასე უპასუხა:
„არ ვიცი, დეფიბრილატორის ერთი გამოყენების შემდეგ დავაბრუნეთ. ეს საკმაოდ სწრაფად მოხდა“.
დანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კასპერ ჰიულმანდმა კი განაცხადა, რომ ერიქსენს უკვე ელაპარაკა. მისი თქმით, ფეხბურთელს არ ახსოვს ინციდენტი და უფრო თავის თანაგუნდელებზე ღელავს.
„ევრო 2020“-ის რიგით მე-3 მატჩში დანია ფინეთს მასპინძლობდა, როცა პირველი ტაიმის მიწურულს დანიელი ფეხბურთელი კრისტიან ერიქსენი მიწაზე დაეცა.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |