756
20 მარტი 2021, 23:39
უნგრეთის დედაქალაქში მიმდინარე ტოკიოს ოლიმპიადის სალიცენზიო ტურნირზე დღეს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ოთხმა ქართველმა იასპარეზა, საიდანაც ორი ნახევარფინალში გავიდა.
ბუდაპეშტში გამართულ ევროპის საკვალიფიკაციო ტურნირზე ქართველმა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა ტოკიოს ოლიმპიადის ორი საგზური მოიპოვეს.
რამაზ ზოიძემ (67 კგ) ეფექტურ სტილში აშკარა უპირატესობით მოუგო სომეხ არსენ გალსტიანს 10-1, ფინალში გავიდა და ტოკიოს ოლიმპიური თამაშების საგზური მოიპოვა.
მეორე ლიცენზია კი ლაშა გობაძემ (87 კგ) მოპიოვა. გობაძემ ნახევარფინალში რუსი ალირზაევი 9-5 დაამარცხა. ოლიმპიადის საგზური მხოლოდ ფინალში გასულმა მოჭიდავეებმა მოიპოვეს.
ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზია ავთანდილ კენჭაძემაც მოიპოვა.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |