დავით ქართველიშვილი ხოშტარიაზე: ლЯკას ლოგიკაში მინიმუმ 18 სახელმწიფო გავატარე და იქ ყველგან უნდა შეიცვალოს მთავრობა, თუ მხოლოდ ჩვენთან?
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
403 02 მარტი 2022, 11:49

ისრაელმა უარი განაცხადა რუსეთთან მიმართებაში სანქციების მხარდაჭერაზე. ზუსტად არ ვიცი - ეს „ხისტად“ გააკეთა, „ჰავანაგილას“ ფონზე თუ ლექსად - ფაქტი ფაქტად რჩება, - ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ქართველიშვილი ელენე ხოშტარიას მოთხოვნას მთავრობის გადადგომის შესახებ.

,,გუშინ დილით RTVi-ზე მოვისმინე და მომეწონა: წუხელო, ისე, რომც არავინ არაფერს ეკითხებოდა, რუსეთის ელჩმა ისრაელში მოულოდნელი განცხადება გააკეთა - "რა კარგია მაინც, რომ რუსეთი პალესტინის ავტონომიის საკითხებში, ისრაელის ცენტრალური ხელისუფლების მხარეზეა. როგორ შეიძლება ამ მწვავე დაპირისპირებაში, ვიღაცა რომ იარაღით ამარაგებს პალესტინელებს" . იმავე დღის საღამოს - ისრაელმა უარი განაცხადა რუსეთთან მიმართებაში სანქციების მხარდაჭერაზე. ზუსტად არ ვიცი - ეს "ხისტად" გააკეთა, „ჰავანაგილას“ ფონზე თუ ლექსად - ფაქტი ფაქტად რჩება. ახლა...„მგიმიშნიცაზე“ უკეთ, ან ზოგადად დიპლომატიის, ან კერძოდ რუსეთის დიპლომატიის ენა ვინ იცის საქართველოში? ალბათ გრიშა ვაშაძემ - მაგრამ ის დუმს, ამას კი „შვიშტოკი“ ვერ გამოუღეს პირიდან: „მთავრობა, რომელიც უკრაინის გვერდზე არ დგას - უნდა შეიცვალოს“!. ლЯკას ლოგიკაში მინიმუმ 18 სახელმწიფო გავატარე და...იქ ყველგან უნდა შეიცვალოს მთავრობა, თუ მხოლოდ ჩვენთან?” - წერს ქართველიშვილი facebook - ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მამუკა მდინარაძე: ჩვენი განცხადება, სამომავლო გეგმის თვალსაზრისით, 4 მთავარ პუნქტს მოიცავს, რომელია აქედან ევროპაზე უარის თქმა და კონკრეტულად რომელ პუნქტს აპროტესტებენ, ის მაინც გვითხრან
ნანა კაკაბაძე „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებაზე: ქვეყანა თავს იცავს შანტაჟისაგან
ზურაბ ქადაგიძე: „ქართულ ოცნებას“ ქართველმა ხალხმა მანდატი მიანიჭა იმისათვის, რომ საგარეო თუ საშინაო საფრთხეებისგან დაიცვას ქვეყანა. პირველი ნაბიჯი გადადგმულია - ვერავინ შეძლებს შანტაჟით საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფას
გვარამია იმასაც გააფუჭებს, რასაც სალომე ზურაბიშვილი საერთაშორისო ასპარეზზე ცდილობს
დავით ქართველიშვილი: მიხეილ ყაველაშვილი იმ პოლიტიკური გუნდის წევრია, რომელიც მოკლე ვადაში ჩამოყალიბდა პოლიტიკურ ლაბორატორიად და შეძლო „ხალხის ძალის“ წევრი პრეზიდენტის რანგში წარედგინა
არქივი