რატი იონათამიშვილი - შეგვიძლია ვთქვათ, რომ "ქართულმა ოცნებამ" ჩვენს საზოგადოებასთან ერთად გაიმარჯვა პოლიტიკურ შუღლზე, რადიკალიზმზე და პოლარიზაციაზე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
843 19 აპრილი 2021, 20:42
ჩვენ, უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ "ქართულმა ოცნებამ" ჩვენს საზოგადოებასთან ერთად გაიმარჯვა პოლიტიკურ შუღლზე, რადიკალიზმზე და პოლარიზაციაზე. ჩვენ მთელი პროცესის მანძილზე ვასრულებდით ყველაზე კონსტრუქციულ როლს, რამაც საერთო წარმატება შესაძლებელი გახადა, - ფეისბუქ გვერდზე წერს რატი იონათამიშვილი.
"ვინც ოპოზიციიდან დოკუმენტზე მოაწერს ხელს, ის შესძლებს თვითგადარჩენას, მაგრამ ვინც გაემიჯნება, მას მოკავშირეებად მხოლოდ პანდემია და რუსეთის ფედერაცია დარჩება.
ჩვენთვის შეთანხმების მიღწევას ყოველთვის ქონდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა, სააკაშვილმა კი ევროკავშირს და მთლიანად პროცესს დღესაც “ყველის ვაჭარი” უწოდა.
საზოგადოება კარგად ხედავს ჩვენს შორის არსებულ ღირებულებით სხვაობას. ჩვენთვის პროცენტებს არასდროს ქონია მნიშვნელობა, თვითმმართველობის არჩევნებშიც დამაჯერებლად გავიმარჯვებთ; აი, ნაციონალურ მოძრაობას კი, ძალიან გაუჭირდება შემოდგომამდე მისვლა.
ქართული სახელმწიფოსა და დემოკრატიის ერთგულებისთვის მინდა, მადლობა ვუთხრა ჩვენს დასავლელ პარტნიორებს და დღეს ჩვენ კიდევ უფრო მეტად დავუახლოვდით დასავლურ სტრუქტურებს. წინ 2024 წელია!" - წერს რატი იონათამიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ევროკავშირი ბრძანებს, რომ ყოველი საარჩევნო პროცესი, რომლის შედეგად ნაცები არ დაამარცხებენ „ქართულ ოცნებას" „გაყალბებულ არჩევნებად" ჩაითვლება
ევროპარლამეტის წერილი დროში დაემთხვა გამარგინალებული ოპოზიციის აქციას, რომელიც დღეს არის დაგეგმილი, ევროკავშირი ნახავს, რომ საქართველოში მათ განცხადებას ჩალის ფასი აქვს
ევროკორუფციულმა პარლამენტმა ჩალისფასიანი გზავნილი დაგვიტოვა - „საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებას ვერ შეძლებს, სანამ... სანამ მათი ვასალები არ მიიტაცებენ ძალაუფლებას
ხალხში უკვე გაჩნდა ტერმინი - „პროევროპული ძალადობა" და ამ ვითარების ყურება, მართლაც გულსატკენია
„ევროკავშირი მოლდოვაზე უპრეცედენტო ზეწოლას ახდენს და ცდილობს მეორე უკრაინად აქციოს,” - გამოცემა Steigan
არქივი