89
28 მაისი 2024, 15:41
„რადგან მიკაელ როტის თაყვანისმცემლებმა ჩვენი "შეჩვენება" წმინდა წერილზე დაყრდნობით დაიწყეს, რა გაეწყობა, ჩვენც შევახსენოთ მათ სახარება. დღე არ გადის, საკუთარ ქონებაზე ზრუნვამ, სანქციების შიშმა თუ ფინანსურმა ვალდებულებებმა - ახალი "სუვერენოფობი" არ გამოავლინოს ბიზნესის, კულტურისა თუ განათლების სფეროებიდან. ეს ქვეყნის შიგნით - აღარაფერს ვიძახი საერთაშორისო დონის პარანოიაზე.
ხელისუფლების მიმართ ხან წყევლის, ხან ფსალმუნების ენაზე, ისმის ზოგან მუდარა, ზოგან- მუქარა. ეს ყველაფერი კი ლუკას სახარებას მაგონებს, სადაც ეშმაკეული, წლობით ავი სულებით შეპყრობილი - სწორედ ფსევდოლიბერალიზმის ტყვეობაში მყოფ საქართველოს შეიძლება შევადაროთ. უფალმა ის უბედური, როგორც იქნა, ამ ლეგიონისგან გაათავისუფლა. ხოლო ეს უამრავი შავბნელი ძალა ემუდარებოდა მაცხოვარს - ნუ მტანჯავ "იესო, ძეო მაღალი მღრთისაო".
საქართველომაც, მსგავსად უფლისა, უბრძანა უწმინდურ სულებს, გამოსულიყვნენ მისგან, ხოლო, ეს ბოროტი სულები კი, ევედრებიან საქართველოს: "ნუ გვიბრძანებო უფსკრულში დანთქმასო". სახარებაში, იმ გადარინელი შეპყრობილის შემთხვევაში, ამ ლეგიონმა ღორების კოლტში შესვლა ამჯობინა - დღესაც გარდაუვალია ამ ბოროტი სულების, იმ ღორებივით, უფსკრულში გადაჩეხვა. ხოლო საქართველო, იმ ეშმაკეულის მსგავსად - აუცილებლად განიკურნება.“- წერს ქართველიშვილი
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |