97
27 მაისი 2024, 17:12
„პარლამენტში ვიმყოფებით და კანონის შინაარსში არ შემოვალო, არადა ვეტო დაადეთ კანონს, ვერც გვიხსნით რატომ“, - ასე მიმართა „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა, მიხეილ ყაველაშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, გიორგი მსხილაძეს, რომელმაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე საქართველოს პრეზიდენტის ვეტო წარადგინა.
როგორც ყაველაშვილმა აღნიშნა, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შინაარსში შესვლით, შესაძლოა „ქართული ოცნების“ დეპუტატებისთვის უფრო ნათელი გახდეს, რატომ არის ეს კანონი პრეზიდენტისთვის მიუღებელი.
„მოგვიწოდებენ ჩვენი პარტნიორები, რომ არ მივიღო ეს კანონი. დაგვეხმარეთ, იქნებ ჩვენ მართლა შეშინებულები ვართ, როგორც რადიკალური ოპოზიცია გვეუბნება. შინაარსში შემოგყვებით და გაგვაგებინეთ, იქნებ მართლა მიუღებელია ეს კანონი.
პარლამენტში ვიმყოფებით და კანონის შინაარსში არ შემოვალო, არადა ვეტო დაადეთ კანონს, ვერც გვიხსნით რატომ. დაგვეხმარეთ, „ოცნების“ შეშინებულ წევრებს, რომ ამ სიტუაციიდან ამოვიდეთ. შეგიძლიათ დაგვეხმაროთ? გადაარჩინეთ საქართველო!“, - მიმართა მიხეილ ყაველაშვილმა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |