ეს რა იკადრა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, როგორ გაბედა ამ საქმის გახსნაო - ესაა კოლექტიური ნაცების რეაქციები. უჩამ და მისმა ცოლმა რა იკადრესო, ან მათი დავალებების მიმცემებმაო - ერთს არ დაუწერია ჯერ!, - წერს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე უჩა აბაშიძის საქმეზე.
მდინარაძის თქმით, დავალებებით მუშაობა, პირადი ცხოვრების ამსახველი კომპრომატებით შანტაჟი, დამნაშავეობა და გარყვნილება არის „ნაცების“ მთავარი მახასიათებელი და მხოლოდ მათ ტვინში შეიძლება მოიხარშოს ასეთი ამაზრზენი დანაშაული.
„უჩას პორნოფაილები - თავისივე ოჯახის წევრის მონაწილეობით მოგროვებული კომპრომატები…
(არ დაგვავიწყდეს, ეს იმ ადამიანზეა საუბარი, რომელიც მიმდინარე აქციების ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორია და აქციის სხვა ორგანიზატორებმა დაკავებისას გმირად და ყველაზე უცოდველ არსებად გამოაცხადეს!).
ქართველობაზე გველაპარაკებიან-ხოლმე, ქალთა უფლებებზე… ევროპაზეც…
ახალგაზრდებისა და საქართველოს მომავლის სახელითაც ესენი გველაპარაკებიან…
ეს რა იკადრა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, როგორ გაბედა ამ საქმის გახსნაო - ესაა კოლექტიური „ნაცების“ რეაქციები. უჩამ და მისმა ცოლმა რა იკადრესო, ან მათი დავალებების მიმცემებმაო - ერთს არ დაუწერია ჯერ!..
ამას ერთადერთი მიზეზი აქვს: დავალებებით მუშაობა, პირადი ცხოვრების ამსახველი კომპრომატებით შანტაჟი, დამნაშავეობა და გარყვნილება არის მათი მთავარი მახასიათებელი. მხოლოდ მათ ტვინში შეიძლება მოიხარშოს ასეთი ამაზრზენი დანაშაული! რა ზრდილობა, რა კულტურა, რა IQ, მსგავსი უმორალო და მანიაკური დაჯგუფება მეორე წარმოუდგენელია“, - წერს მამუკა მდინარაძე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |