დავით ქართველიშვილი პრემიერის პრესკონფერენციაზე: მანიპულაცია, სპეკულაცია, დემაგოგია, სიცრუე, ცილისწამება დაუპირისპირდა სიმართლეს, ლოგიკას, არგუმენტებს და გამჭვირვალობას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
84 11 მაისი 2024, 10:51
"სამი "ისტ-ვაკელი ალქაჯის" შემოსევას გაუძლო დღეს პრემიერ-მინისტრმა - მინდა მადლობა გადავუხადო ამ შეხვედრის დამსწრე ჟურნალისტებს, რომლებმაც საგნობრივად ჩამოყალიბებული შეკითხვებით, საზოგადოებას, ამ ალქაჯების მიერ შემოგდებული ფობიებისა და დეზინფორმაციის გაფანტვის შესაძლებლობა მისცეს", - ამის შესახებ "ხალხის ძალის" წევრი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ქართველიშვილი გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის შეხვედრას საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანებთან და აღნიშნა, რომ ჟურნალისტებს ხშირად მოუწიათ პრემიერ-მინისტრისგან ისეთი სიტყვების მოსმენა, როგორიც არის ზრდილობა, კულტურა და ინტელექტი, რაც მათთვის "ყველაზე გასაგიჟებელ ფრაზად ითვლება."
"სამი "ისტ-ვაკელი ალქაჯის" შემოსევას გაუძლო დღეს პრემიერ-მინისტრმა. მათი მონაწილეობა დღევანდელ შეხვედრაზე განპირობებული იყო ფორმულით: "საერთო მოსაზრებას ჩვენ მაინც ვერ მივაღწევთ, ამიტომ პირდაპირ გინებაზე გადავიდეთ". ზრდილობა, კულტურა, ინტელექტი, IQ - ისმოდა პერიოდულად აუღელვებელი ირაკლი კობახიძის სავარძლიდან. შეპყრობილებზე ვერ გეტყვით, მაგრამ ფსიქიკურად არამდგრად კონტინგენტზე ყველაზე გასაგიჟებელ ფრაზად ითვლება: "დაწყნარდით, ნუ ნერვიულობთ". ამ კოდური სიტყვების გაგონებისთანავე, პაციენტი გადადის თავისი მერყევი ფსიქიკური მდგომარეობის ყველაზე აგრესიული გაშმაგების ფაზაში.
მე მინდა მადლობა გადავუხადო ამ შეხვედრის დამსწრე ჟურნალისტებს, რომლებმაც საგნობრივად ჩამოყალიბებული შეკითხვებით, საზოგადოებას, ამ ალქაჯების მიერ შემოგდებული ფობიებისა და დეზინფორმაციის გაფანტვის შესაძლებლობა მისცეს. პრინციპში ალქაჯებსაც ეკუთვნით მადლობა - მათ ჩვენი მოლოდინები გაამართლეს: ზრდილობა, კულტურა, ინტელექტი და IQ - "ქურქუმალ ვაიტის" კატეგორიის ფილტრში გაატარეს. მანიპულაცია, სპეკულაცია, დემაგოგია, სიცრუე, ცილისწამება დღეს დაუპირისპირდა სიმართლეს, ლოგიკას, არგუმენტებს და გამჭვირვალობას. ოღონდ ამ კომპონენტების პირველ ერთობლიობას "შინევროპულობა" ჰქვია რატომღაც, ხოლო მეორეს - რატომღაც "რუსული", - წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
დავით ქართველიშვილი: დღეს საქართველოს უახლოეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო თარიღია - ვულოცავ სრულიად საქართველოს ნაცების საკონცენტრაციო ბანაკიდან დაღწევას
პრეზიდენტი ზურაბიშვილი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია
გიორგი გამსახურდია ოპოზიციას: ისე კარგია, თქვენ სიმბოლოდ შავი ლაქა რომ აირჩიეთ. ქართველი ხალხის ცნობიერებაში და საქართველოს ისტორიაში, შავ ლაქად ხართ დარჩენილები
თამარ ჩიბურდანიძე: რა წამოსცდა მიხეილ სააკაშვილს და რას გულისხმობდა ის სიტყვა „საფრთხეში“, როდესაც აფხაზეთის მიმართ დასავლეთის სიმპათიებზე საუბრობდა? რა სახიფათო თამაშს თამაშობს აგენტურა ახლა უკვე აფხაზეთით?
არქივი