თბილისის საკრებულოს ყოფილი დეპუტატი მიხეილ ამაშუკელი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელიც მისი თქმით, წინა ხელისუფლების დროს აქციის დარბევისას არის გადაღებული. მისი თქმით, სწორედ ლევან ხაბეიშვილი იყო ერთ-ერთი იმათგან, რომელმაც 26 მაისს სადამსჯელო ოპერაციის შემდეგ, ათასობით აქციის მონაწილე ყვითელ ავტობუსებში შეყარა და ასეთ მდგომარეობაში დიღმის და ქალაქის მასშტაბით სხვადასხვა წინასწარი დაკავების იზოლატორებში გადაანაწილა.
„არასოდეს გამიზიარებია ეს სურათი, ყოველთვის ვეწინააღმდეგები და ვგმობ ყველანაირ ძალადობას! არც იმ განზრახვით ვდებ ამ სურათს რომ შედარება გავაკეთო ვინმესთან ან რამესთან! უბრალოდ KARMA IS A BITCH
მახსოვს 2011 წლის 26 მაისი, როდესაც არა მარტო მე, არამედ ათასობით ჩვენი თანამოქალაქე, თანამებრძოლი, ამ ქვეყნის გულმხურვალე პატრიოტი, პირდაპირი მნიშვნელობით დასაჯა მაშინდელმა ხელისუფლებამ. ვინც იმ დღის მონაწილე იყო ყველას კარგად ახსოვს, რომ ეს არ იყო მანიფესტაციის დაშლა , არამედ ეს იყო სადამსჯელო ოპერაცია, რომელსაც დიდი მსხვერპლი მოჰყვა , ადამიანების ნეშტი ზოგი სახურავებზე შემოყარეს, ზოგი მოსწავლე ახალგაზრდობის ეზოში , ზოგიც მტკვარში გადაყარეს
( ადამიანები რომლებიც დღეს ახალგაზრდებს აქეზებენ, რომელთაც სისხლი სწყურიათ , იყვნენ 26 მაისის მთავარი შემოქმედები ).
KARMA IS A BITCH ტყუილად არ მიხსენებია, ჩემო ლევან ხაბეიშვილო Levan Khabeishvili შენ იყავი ის ადამიანი რომელმაც 26 მაისს სადამსჯელო ოპერაციის შემდეგ, როდესაც ათასობით აქციის მონაწილე ძვლებში დამტვრეული უკლებლივ ყველა (იმის მაგივრად რომ კლინიკებში სასწრაფო დახმარების მანქანებს გადაეყვანათ) ყვითელ ავტობუსებში შეგვყარეს და ესეთ მდგომარეობაში დიღმის და ქალაქის მასშტაბით სხვადასხვა წინასწარი დაკავების იზოლატორებში გადაგვანაწილეს.
შენ კი ფბზე პოსტი დაწერე ამ სიტყვებით „რუსთაველის გამზირი ნაგვისგან გაიწმინდაო“. KARMA IS A BITCH ცხოვრებაში ყოველთვის ყველაფერი ბუმერანგივით გიბრუნდება ადამიანს!
მე პატივს ვცემ ყველა იმ ადამიანს რომელიც რწმენით იბრძვის , წამს და სჯერა თავის სიმართლის ( შეიძლება ეს სიმართლე მცდარიც კი იყოს მაგრამ ამის წამს და ქვეყანა უყვარს ) .
მე იქ ვდგავარ რისი რწმენაც მე მაქვს სხვა იქ რისიც მას ააქვს , თუმცა ჩვენ ორივე ვემსახურებით ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალს.
ახალგაზრდებს მთელი გულით და ჩემი გამოცდილებით მოგმართავს , იმოქმედეთ მხოლოდ თქვენი რწმენით , ამ ქვეყნის სიყვარულით და გულიდან გამოძახილით , ნუ გამოაყენებინებთ თქვენს სუფთა ,გულწრფელ , გულუპყვილო და გულანთებულ თავს იმ ნაძირალებს რომლებმაც ეს ქვეყანა ჯოჯოხეთად აქცია წლების განმავლობაში!
პ.ს. ცალკე მოგიყვებით იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც დღეს ახალგაზრდებს იყენებენ იმისთვის, რომ ამ ქვეყნის მომავალს საბოლოოდ წერტილი დაუსვან და იმის რეალიზება მოახდინონ საბოლოოდ, რაშიც 9 წელი არ ეყოთ!“, - წერს ამაშუკელი.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |