ანალიტიკოსი გია აბაშიძე პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ პიტერ აკერმანის ავაზაკური სახელმძღვანელო ე.წ. „მშვიდობიან პროტესტზე" ნაცრადიკალებმა ნაადრევად აამოქმედეს, რისი მიზეზიცაა უკიდურესი გავეშება "ქართული ოცნების" საყოველთაო-სახალხო, მასობრივი შეკრების გამო.
ანალიტიკოსის თქმით, ვინც პოლიციელს თავს ესხმის, მისი სოციალურ-პოლიტიკური სტატუსის მიუხედავად, ის მიიღებს კანონიერ ხისტ პასუხს.
მისივე თქმით, უსამშობლო, უმცირესობაში მყოფი ექსტრემისტების ჭკუაზე საქართველო არასოდეს ივლის და წინაღობების მიუხედავად, განვითარების გზიდან არ გადაუხვევს.
„პიტერ აკერმანის ავაზაკური სახელმძღვანელო ე.წ. „მშვიდობიან პროტესტზე" ნაცრადიკალებმა ნაადრევად აამოქმედეს, რისი მიზეზიცაა უკიდურესი გავეშება „ქართული ოცნების" საყოველთაო-სახალხო, მასობრივი შეკრების გამო.
აგენტოკრატიის რესურსებით წაქეზებულმა რევანშისტებმა განახორციელეს ორკესტრირებული, ტოტალურად უკანონო ძალადობა სამართალდამცველებზე, რასაც მოჰყვა პროპორციულად პრევენციული და არა ნაცსადამსჯელო რეაქცია. ვინც პოლიციელს თავს ესხმის, მისი სოციალურ-პოლიტიკური სტატუსის მიუხედავად, ის მიიღებს კანონიერ ხისტ პასუხს.
გარეწარი ნაცკრიმინალები, რომლებიც ხელისუფლებაში იყვნენ ცხრა წლის განმავლობაში, ახალგაზრდებს ატყუებენ და უმალავენ იმას, რა მასობრივი ჯალათობა ჩაიდინეს მრავალი პროტესტის წინააღმდეგ.
ღალატის პარტიის (დღეს მათი კერპის, „იუდას დღეა") ადეპტებმა ღრმად ჩაიბეჭდონ, რომ უსამშობლო, უმცირესობაში მყოფი ექსტრემისტების ჭკუაზე საქართველო არასოდეს ივლის და წინაღობების მიუხედავად, განვითარების გზიდან არ გადაუხვევს“.-წერს გია აბაშიძე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |