ვასილ მაღლაფერიძე - პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია, ახლა პარლამენტის გაუქმებას ცდილობენ და ასე ევროპაში კი არ წავალთ, ძლივს შეკოწიწებულ სახელმწიფოს ძირს გამოვუთხრით, დავშლით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
131 17 აპრილი 2024, 01:19

რა უნდა დააშავოს რომელიმე კანონმა ისეთი, რა დარტყმასაც იღებს სახელმწიფო იმით, რომ ისედაც კონსტიტუციის დამრღვევი პრეზიდენტი სხვა სახელმწიფოების მეთაურებს მიმართავს, ზემოქმედება მოახდინეთ ჩემი ქვეყნის პარლამენტზე, რომ მან რომელიღაც კანონი არ მიიღოსო, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც მაღლაფერიძე აღნიშნავს, გამოდის, არც კონსტიტუცია ნიშნავს რამეს, არც პრეზიდენტი და არც პარლამენტი.

„ვთქვათ და საქართველოს პარლამენტს შიგნიდან ძალადობით და გარედან ზეწოლით ხელი გადაუგრიხეს და ასე ძალის-ძალად ეს კანონი არ მიაღებინეს, ეს ვინმეს დემოკრატია და ევროპული გზა ჰგონია?!

ანუ ჩვენი პარლამენტი აღარ გვჭირდება?!

საერთოდ აზროვნებაც აღარ გვჭირდება?!

ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნესო, ხშირ-ხშირად რომ ვიმეორებდით, ასე ღიად ქარს გავატანეთ?!

გარედან გვეტყვიან, როგორ უნდა ვიცხოვროთ საკუთარ ქვეყანაში?

რა უნდა დააშავოს რომელიმე კანონმა ისეთი, რა დარტყმასაც იღებს სახელმწიფო იმით, რომ ისედაც კონსტიტუციის დამრღვევი პრეზიდენტი სხვა სახელმწიფოების მეთაურებს მიმართავს, ზემოქმედება მოახდინეთ ჩემი ქვეყნის პარლამენტზე, რომ მან რომელიღაც კანონი არ მიიღოსო.

გამოდის, არც კონსტიტუცია ნიშნავს რამეს, არც პრეზიდენტი და არც პარლამენტი!

თუ ეს კანონი მართლაც მიუღებელია საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისთვის, რამდენიმე თვეში არჩევნებია და მოსახლეობა ისეთ პარლამენტს აირჩევდა, რომელიც შეცვლიდა ამ კანონს, თუ არა ვიცხოვრებდით ამ კანონით.

ევროპული დემოკრატია ასე მუშაობს და ამიტომ გვინდა ევროპა.

მაგრამ თუ ძალადობის გზით აიძულეს პარლამენტს რაიმეს მიღებას ან არმიღებას, ამით, ფაქტობრივად, ვაუქმებთ პარლამენტს.

პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია, ახლა პარლამენტის გაუქმებას ცდილობენ და ასე ევროპაში კი არ წავალთ, ძლივს შეკოწიწებულ სახელმწიფოს ძირს გამოვუთხრით და დავშლით.

P.S. ჟურნალისტებზე სიტყვიერი და ფიზიკური ძალადობა რომ ჩვეულებრივი ამბავი გახდა და ამით შეშფოთებულთა ხმები რომ არ ისმის, ვითომ ესეც ევროპისკენ სლვის ნიშანია?!“, – წერს მაღლაფერიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
დავით ქართველიშვილი: დღეს საქართველოს უახლოეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო თარიღია - ვულოცავ სრულიად საქართველოს ნაცების საკონცენტრაციო ბანაკიდან დაღწევას
პრეზიდენტი ზურაბიშვილი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია
გიორგი გამსახურდია ოპოზიციას: ისე კარგია, თქვენ სიმბოლოდ შავი ლაქა რომ აირჩიეთ. ქართველი ხალხის ცნობიერებაში და საქართველოს ისტორიაში, შავ ლაქად ხართ დარჩენილები
თამარ ჩიბურდანიძე: რა წამოსცდა მიხეილ სააკაშვილს და რას გულისხმობდა ის სიტყვა „საფრთხეში“, როდესაც აფხაზეთის მიმართ დასავლეთის სიმპათიებზე საუბრობდა? რა სახიფათო თამაშს თამაშობს აგენტურა ახლა უკვე აფხაზეთით?
არქივი