„სამარცხვინო და მატყუარა ოპოზიცია ჰყავს ქვეყანას. სამწუხაროდ, არა მარტო სამარცხვინო, არამედ, მოღალატე. თუმცა, საბედნიეროდ, უტვინო, რადგან მათი ყველა ნაბიჯი იმდენად გაშიფრულია, რომ მარტივია ამის გამოცნობა," - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე და ეხმიანება პარლამენტში მიმდინარე პროცესებს, სადაც პირველი მოსმენით განიხილება კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ".
როგორც ჩიბურდანიძე წერს, ოპოზიციამ განგებ შემოაგდო რუსი პოლიტტექნოლოგის დუგინის თემა, რათა ქუჩაში მოახდინოს მოსახლეობის მობილიზება.
„როდესაც ოპოზიციას ძალიან უჭირს და გზა აღარ რჩებათ, მაშველ რგოლს უგდებენ რუსეთიდან. დღეს დუგინია ხაზზე და მის განცხადებას ოპოზიციის ლიდერები პიონერებივით იმეორებენ.
განა არ იციან რუსეთში, რომ მათგან ნებისმიერის განცხადება მხოლოდ ოპოზიციას აძლევს ხელს და ხელისუფლებას ურტყამს? იციან და სწორედ ამიტომ აკეთებენ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო მათი განცხადება დღეს, როდესაც გუშინ ვერ შეძლეს ხალხის გამოყვანა ქუჩაში და იქნებ დუგინის განცხადების შემდეგ მაინც გამოვიდეს. სამარცხვინო და მატყუარა ოპოზიცია ჰყავს ქვეყანას.
სამწუხაროდ, არა მარტო სამარცხვინო, არამედ, მოღალატე. თუმცა, საბედნიეროდ, უტვინო, რადგან მათი ყველა ნაბიჯი იმდენად გაშიფრულია, რომ მარტივია ამის გამოცნობა. ვერ უშველით ვერც დუგინი და ვერც ვერავინ მაშველ რგოლად, მათი ბედი უკვე გადაწყვეტილია,” - წერს თამარ ჩიბურდანიძე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |