112
02 აპრილი 2024, 15:16
ანალიტიკოსის თქმით, სახეზეა მორიგი ოქსიმორონი - ქართულ მართლმსაჯულებაში "ვეტინგის" პროპაგანდისტი ევროკრატები მწვანე დერეფანს აძლევენ მრავალგზის კრიმინალ ზურაბ ადეიშვილს. მანვე აღნიშნა, რომ ფარისევლობა და ორმაგი სტანდარტები არის და იქნება ის მიუღებელი მოცემულობა, რომლის გამოც დემოკრატიაზე ნებისმიერ დისკუსიაში შესვლა აზრსაა მოკლებული.
„სახეზეა მორიგი ოქსიმორონი - ქართულ მართლმსაჯულებაში "ვეტინგის" პროპაგანდისტი ევროკრატები მწვანე დერეფანს აძლევენ მრავალგზის კრიმინალ ზურაბ ადეიშვილს.
ის, რომ ძებნილი ზურაბ ადეიშვილი კიევმა შეიფარა და თანამდებობა უბოძა პროკურატურაში ცალკე ანტიქართული ფენომენია, მაგრამ კანონის უზენაესობაზე, მართლმსაჯულების გაჯანსაღებაზე "მქადაგებელი" ევროპისგან კატეგორიულად მიუღებელია მისთვის გადაადგილების თავისუფლების მინიჭება.
ფარისევლობა და ორმაგი სტანდარტები არის და იქნება ის მიუღებელი მოცემულობა, რომლის გამოც დემოკრატიაზე ნებისმიერ დისკუსიაში შესვლა აზრსაა მოკლებული.
ქართულ საზოგადოებაში ლეგიტიმური შეკითხვაა - ნაცკრიმინალებისთვის (კეზერაშვილი, ადეიშვილი, გვარამია და მათნაირები) ევრობენეფიტები ევროპასთან უფრო გვაახლოებს თუ გვაბრკოლებს?..
P.S. სიმბოლურია ზურაბ ადეიშვილის ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალის შენობაში ყოფნა. იქაურ საკნებსაც გაეცნოს დეტალურად, ინფრასტრუქტურულად არანაკლები ელოდება საქართველოში“, - წერს აბაშიძე სოციალურ ქსელში.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |