სოსო არჩვაძე: ფულადი ტრანზაქციების შემცირება და სამამულო პროდუქტის ზრდის მაღალი ტემპი ხაზს უსვამს ეკონომიკური ზრდის შიდა პოტენციალის მზარდ როლს ქვეყნის დინამიკურ განვითარებაში, რაც დიდწილად მიღწეულია ხელისუფლების რაციონალური ეკონომიკური პოლიტიკით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
186 29 მარტი 2024, 17:02
2024 წლის თებერვალში გრძელდებოდა საქართველოს ეკონომიკის დამაჯერებელი ზრდა - საქართველოს ეროვნული პროდუქტი 2024 წლის თებერვალში  გაიზარდა  9.5 პროცენტით და პანდემიამდელი 2019 წლის თებერვლის  მაჩვენებელს 28.8 პროცენტით გადააჭარბა. წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ეკონომიკის მატების ტემპი ყველაზე მაღალია ბოლო 14 თვის მანძილზე, - ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტი, სოსო არჩვაძე სოციალურ ქსელში წერს. 

მისი განცხადებით, აღსანიშნავია, რომ სამომხმარებლო ბაზარზე ფასების დონე ინარჩუნებდა სტაბილურობას, ასევე, ზედიზედ მეხუთე თვეა ფასები სურსათზე, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, მცირდება. 

როგორც არჩვაძე განმარტავს, ეკონომიკური ზრდის შიდა პოტენციალის მზარდი როლი დიდწილად მიღწეულია ხელისუფლების რაციონალური ეკონომიკური პოლიტიკით, ბიზნესისთვის სასურველი და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებით, ასევე სატრანსპორტო-საკომუნიკაციო როლის ზრდით.

"2024 წლის თებერვალში გრძელდებოდა საქართველოს ეკონომიკის დამაჯერებელი ზრდა - საქართველოს ეროვნული პროდუქტი 2024 წლის თებერვალში  გაიზარდა  9.5 პროცენტით და პანდემიამდელი 2019 წლის თებერვლის  მაჩვენებელს 28.8 პროცენტით გადააჭარბა. წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ეკონომიკის მატების ტემპი ყველაზე მაღალია ბოლო 14 თვის მანძილზე.
სამომხმარებლო ბაზარზე ფასების დონე ინარჩუნებდა სტაბილურობას. წინა თვესთან იგი უმნიშვნელოდ (-0.04%) შემცირდა, ხოლო წინა წლის თებერვალთან შედარებით მხოლოდ 0.3 პროცენტით გაიზარდა. - ინფლაციის ასეთი დაბალი დონე თებერვალში ბოლო 12 წლის მანძილზე (- 2012 წლიდან) პირველად დაფიქსირდა. ამასთან, ბოლო ორწლიან პერიოდზე გაანგარიშებით, 2024 წლის თებერვლის ინფლაცია თითქმის ორჯერ დაბალია 2012 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით (შესაბამისად, +10.0% და +19.8%). 
304 დასახელების საქონელ-წარმომადგენლიდან, საიდანაც იანგარიშება სამომხმარებლო ფასების ინდექსი (ინფლაცია), 2024 წლის თებერვალში  წინა წლის თებერვალთან შედარებით ფასების დონე შემცირდა 140 დასახელების საქონელსა და მომსახურებაზე. - ეს 3.0--ჯერ  აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს (ფასები 2023 წლის თებერვალში წინა წლის თებერვალთან შედარებით შემცირდა მხოლოდ 46 დასახელების საქონელსა და მომსახურებაზე). ამასთან, თუ ერთი წლის წინ საქონელ-წარმომადგენელთა კალათაში ფასების ზრდა დაფიქსირდა 202-ით მე საქონელზე, ვიდრე ფასების შემცირება, 2024 წლის თებერვალში ეს სხვაობა 18.3-ჯერ (!) შემცირდა და ისტორიულ მინიმუმამდე - 11-მდე დავიდა (შესაბამისად, 151 და 140). 
აღსანიშნავია, რომ ზედიზედ მეხუთე თვეა (2023 წლის ოქტომბრიდან) ფასები სურსათზე, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, მცირდება. სურსათზე ფასები, ბოლო 12 თვის მანძილზე მხოლოდ 3 თვის მანძილზე იზრდებოდა, ხოლო მთლიანად 2024 წლის თებერვალში მათი დონე წინა წლის მხოლოდ 95.9 პროცენტი იყო.  
ფასების სტაბილურობა, დაბალი ინფლაცია ხელსაყრელ პირობებს ქმნის მოსახლეობის რეალური შემოსავლებისა და კეთილდღეობის ზრდისთვის. 
ყოველდღიურად ახლადრეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობამ თებერვალში 213 ერთეული შეადგინა და წინა, იანვრის მაჩვენებელს 35 ერთეულით გადააჭარბა.   დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა თებერვალში წინა წლის თებერვალთან  შედარებით 11.8 პროცენტით გაიზარდა და 11.4 მლრდ. ლარს გადააჭარბა. 
ეკონომიკის ზრდაში საგრძნობი  წვლილი შეაქვს საგარეო სექტორს.  ამასთან, თებერვალში ექსპორტი და იმპორტი წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, გაიზარდა (შესაბამისად, 2.0%-ით და 4.4%-ით). ექსპორტის მატება მთლიანად უზრუნველყო რეექსპორტის ზრდამ (+15.2%), მაშინ, როდესაც ადგილობრივი ექსპორტი განაგრძობდა კლებას (-10.1%). ამასთან, ექსპორტის მდგომარეობა თებერვალში რამდენადმე გამოსწორებულია იანვართან შედარებით. - ექსპორტის საშუალო სადღეღამისო მოცულობა (16.1 მლნ. აშშ დოლარი) 47.4 პროცენტით აღემატება იანვრის ანალოგიურ მაჩვენებელს (10.9 მლნ. აშშ დოლარი); თებერვლის ადგილობრივი ექსპორტი 7.4 მლნ. აშშ დოლარი 44.8 პროცენტით აღემატება იანვრის მაჩვენებელს (5.1 მლნ. აშშ დოლარი).
ამასთან, წლის დასაწყისიდან საქართველოდან განხორციელებულ მთლიან ექსპორტში პირველი 5 ადგილი ყოფილმა საბჭოთა რესპუბლიკებმა დაიკავეს (ყირგიზეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი, ყაზახეთი, სომხეთი), რომელზეც საქართველოს მთელი ექსპორტის 60.4 პროცენტი მოვიდა. 
საქართველოს 4 სახმელეთო მეზობლიდან ორ ქვეყანაში (რუსეთი, თურქეთი) განხორციელებულ მთლიან ექსპორტში საგრძნობლად მაღალია ადგილობრივი წარმოების საქონლის წილი (შესაბამისად, 82.5% და 84.4%), დანარჩენ ორ რესპუბლიკაში  (აზერბაიჯანი, სომხეთი) კი, პირიქით - დაბალი (შესაბამისად, 17.1% და 24.6%). 
ექსპორტით იმპორტის გადაფარვის მაჩვენებელი წლის ორ თვეში საშუალოდ 37.4 პროცენტი შეადგინა, ამასთან, საქართველოდან ექსპორტით პირველ ადგილზე მყოფ ყირგიზეთთან ყოველ 1 დოლარის იმპორტზე მოდის 141 დოლარზე მეტი ექსპორტი, ანუ ადგილი აქვს ვაჭრობის ცალმხრივ ზრდას, ძირითადად რეექსპორტის მატების ხარჯზე. 
საქართველოს ექსპორტის მთავარი სტატია მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტია. - მასზე 2024 წლის პირველ ორ თვეში მოვიდა საქართველოს მთლიანი ექსპორტის 32.7% (262.6 მლნ. აშშ დოლარი) და რეექსპორტის 70.5 პროცენტი.
 უცხოეთიდან საქართველოში ფულადმა გზავნილებმა თებერვალში 372.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის თებერვლის მხოლოდ 73.1 პროცენტია.   შემცირება გამოიწვია რუსეთიდან განხორციელებული ტრანზაქციების მნიშვნელოვანმა კლებამ (თებერვალში  წინა წლის თებერვალთან  შედარებით გზავნილები რუსეთიდან შემცირდა 125.0 მლნ. აშშ დოლარით - თითქმის 3.0-ჯერ). ამასთან, დანარჩენი მსოფლიოდან (რუსეთის გარდა) ტრანზაქციები განაგრძობდა ზრდას და წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით თებერვალში წინა წლის თებერვალთან 13.6 პროცენტიანი მატება დაფიქსირდა. აღნიშნულის გამო რუსეთის წილი განაგრძობს სწრაფ შემცირებას საქართველოში განხორციელებულ ფულად ტრანზაქციებში: 2024 წლის თებერვალში ერთი წლის წინანდელთან შედარებით იგი შემცირდა 50.3%-დან  22.8%-მდე, მათ შორის წმინდა ტრანზაქციებში - 53.4-დან 24.0%-მდე.
ფულადი ტრანზაქციების შემცირება, ერთი მხრივ და სამამულო პროდუქტის ზრდის მაღალი ტემპი, მეორე მხრივ, ხაზს უსვამს ეკონომიკური ზრდის შიდა, ენდოგენური პოტენციალის მზარდ როლს ქვეყნის დინამიკურ განვითარებაში. აღნიშნული დიდწილად მიღწეულია ხელისუფლების რაციონალური ეკონომიკური პოლიტიკით და ბიზნესისა და ინვესტიციებისათვის სასურველი და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებისა და სატრანსპორტო-საკომუნიკაციო როლის საგრძნობი ზრდის  ხარჯზე," - წერს სოსო არჩვაძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
დავით ქართველიშვილი: დღეს საქართველოს უახლოეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო თარიღია - ვულოცავ სრულიად საქართველოს ნაცების საკონცენტრაციო ბანაკიდან დაღწევას
პრეზიდენტი ზურაბიშვილი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია
გიორგი გამსახურდია ოპოზიციას: ისე კარგია, თქვენ სიმბოლოდ შავი ლაქა რომ აირჩიეთ. ქართველი ხალხის ცნობიერებაში და საქართველოს ისტორიაში, შავ ლაქად ხართ დარჩენილები
თამარ ჩიბურდანიძე: რა წამოსცდა მიხეილ სააკაშვილს და რას გულისხმობდა ის სიტყვა „საფრთხეში“, როდესაც აფხაზეთის მიმართ დასავლეთის სიმპათიებზე საუბრობდა? რა სახიფათო თამაშს თამაშობს აგენტურა ახლა უკვე აფხაზეთით?
არქივი