ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ახალ თარიღს მხარდაჭერას უცხადებენ ეოკ-ები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
801 31 მარტი 2020, 22:08

ტოკიოს ოლიმპიური თამაშებისთვის გამოცხადებულ ახალ თარიღს მხარდაჭერას უცხადებენ ეროვნული ოლიმპიური კომიტეტები. ახალ ვადებს მიესალმება ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების ასოციაციის (ANOC) მოქმედი პრეზიდენტი რობინ მიჩელიც.

„ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების ოჯახის სახელით, ANOC სურს მადლობა გადაუხადოს IOC-ს და ტოკიო-2020-ს მომავალი წლის ოლიმპიური თამაშებისთვის დროულად დამტკიცებული ახალი თარიღისთვის. მსოფლიოში ვითარება მუდმივად იცვლება, დადასტურებული თარიღი კი თითოეული ათლეტის ჯანმრთელობის გარანტიაა, რაც პასუხისმგებელ პირებს პანდემიასთან ბრძოლისთვის მეტ დროს აძლევს. ახალი ვადები ასევე მეტ დროს  აძლევს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტებს  და მათ ათლეტებს თამაშებისთვის მოსამზადებლად.

ANOC მთელი ამ ხნის განმავლობაში მუდმივ კომუნიკაციაში იყო IOC-თან. ასოციაცია კვლავაც გააგრძელებს მჭიდრო კავშირის შენარჩუნებას, რათა ეოკ-ების ინტერესები სრულად იყოს გათვალისწინებული.

ANOC-ს ეჭვი არ ეპარება, რომ ტოკიო-2020 საოცარი თამაშები იქნება, რომელიც რთული პერიოდის დაძლევის შემდეგ უფრო ძლიერ მსოფლიოს გააერთიანებს,“- განაცხადა რობინ მიჩელმა.

ერთი წლით გადავადებული ტოკიოს ოლიმპიური თამაშები გაიმართება 2021 წლის 23 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი