თომას ბახი: ტოკიო-2020-ის ოლიმპიური თამაშები გახდება სინათლე გვირაბის ბოლოს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
871 31 მარტი 2020, 00:19

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC) და ტოკიოს ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტმა დღეს ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების ჩატარების ახალი თარიღები დაადგინეს. თამაშები გაიმართება გაისად, 23 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით. ამასთან დაგკავშირებით, IOC-ის პრეზიდენტმა თომას ბახმა კმაყოფილება გამოთქვა და მადლობა გადაუხადა პროცესში მინაწილეებს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და ოპერატიულად მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებისთვის.

„მინდა მადლობა გადავუხადო საერთაშორისო სპორტულ ფედერაციებს ერთსულოვანი მხარდაჭერისთვის და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების კონტინენტურ ასოციაციებს  თანამშრომლობისთვის, ასევე ბოლო დღეებში საკონსულტაციო პროცესში აღმოჩენილი მხარდაჭერისთვის. მინდა მადლობა გადავუხადო IOC-ის ათლეტთა კომისიას, რომელთანაც მუდმივ კავშირზე ვიყავით.

დარწმუნებული ვარ, ტოკიო-2020-ის საორგანიზაციო კომიტეტთან, ტოკიოს და იაპონიის მთავრობებთან და ყველა დაინტერესებულ მხარესთან ერთად გავუმკლავდებით ამ უპრეცედენტო გამოწვევას. კაცობრიობა დღეს ბნელ გვირაბშია აღმოჩენილი. ტოკიო-2020-ის ოლიმპიური თამაშები გახდება სინათლე გვირაბის ბოლოს,“ -  განაცხადა IOC-ის პრეზიდენტმა თომას ბახმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი