IOC: ათლეტები, რომლებმაც ტოკიო-2020-ის კვალიფიკაცია გაიარეს, ლიცენზიებს შეინარჩუნებენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
776 28 მარტი 2020, 00:16

საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტსა (IOC) და სპორტის საერთაშორისო ფედერაციებთან შემდგარი ტელეკონფერენციის შედეგების გათვალისწინებით და IOC-გარანტიით, ის ათლეტები, რომლებმაც ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის კვალიფიკაცია გაიარეს, კორონავირუსის პანდემიის გამო 2021 წლამდე გადადებული თამაშების მიუხედავად, ტოკიო-2020-ის ლიცენზიებს შეინარჩუნებენ.

ასევე ირკვევა, რომ თითოეულ  სპორტის სახეობაში ტოკიო-2020-ის ათლეტთა კვოტების რაოდენობა უცვლელად დარჩება 2021 წლის თამაშებისთვის.

IOC-ის დღევანდელი მონაცემებით, 11 ათასი ოლიმპიელიდან ლიცენზია 57 პროცენტს აქვს მოპოვებული.

კორონავირუსის პანდემიის მასშტაბების გათვალისწინებით, 24 მარტს იაპონიის ხელისუფლებამ და საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ტოკიოს XXXII ოლიმპიური თამაშები ერთი წლით გადაავადა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი