ვეთანხმები ზაზა შათირიშვილს - ფსევდო ლიბერალიზმი ტიტულიანი ერების გაქრობის საუკეთესო საშუალებაა, რაშიც საქართველოც მოიაზრება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
222 22 ივნისი 2023, 16:08
„ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის წერილთან დაკავშირებით მიმოხილვას აქვეყნებს.  

როგორც თამარ ჩიბურდანიძე აღნიშნავს, წერილში სრული სიმართლეა გადმოცემული და ეს პრობლემა სწორედ ტიტულიანი ერებისთვის, ანუ, უძველესი ტრადიციებისა და კულტურის მქონე ქვეყნებისთვის დგას. 

„წავიკითხე ზაზა შათირიშვილის წერილი და ყველა სიტყვაში ვეთანხმები. ეს ის თემაა, რაც ყველაზე პრობლემურია სწორედ ტიტულიანი ერებისთვის. ანუ, უძველესი ტრადიციებისა და კულტურის მქონე ქვეყნებისთვის. 

მსოფლიოს ერთპიროვნული მართვისთვის დიდი წინააღმდეგობა სწორედ ამ ქვეყნებიდან მოდის, მათ შორის, ევროპიდან. მყარი ეროვნული იდენტობის მქონე სახელმწიფოები ბევრი არ დარჩა მსოფლიოში და ვინც არის, ყველას უმძიმესი დემოგრაფიული პრობლემა აქვს, გაქრობის პირას არიან. თუმცა, ისტორია გვაჩვენებს, რომ ასეთი ქვეყნები, როგორი მცირეც არ უნდა იყოს, მაინც რთულად ქრებიან, რადგან მათში  ძლიერია ერის თვითგადარჩენის ინსტინქტი. მაგალითად, 18-ე საუკუნის ბოლოსთვის საქართველოს მოსახლეობა გამუდმებული ომების და ეპიდემიის შედეგად 400 000-მდე შემცირდა, ხოლო ერთი საუკუნის შემდეგ 2 მილიონს გადააჭარბა. აქ ყველასათვის ნათელია, თუ რა ძლიერია უფლის რწმენა და მისი წყალობა. 

დიახ, იმიგრაცია ბევრად უფრო მკვლელია ქვეყნისთვის, ვიდრე ემიგრაცია. ქვეყნიდან გასული მოსახლეობა ოჯახებთან კავშირს არ წყვეტენ და ადრე თუ გვიან ბრუნდებიან. ხოლო იმიგრაცია, თუკი ის მასიური და კომპაქტურია, რეალურად დემოგრაფიული ანექსიაა, რომელიც სხვა ყველა ანექსიაზე უფრო ძლიერია - მშვიდობიანი მოსახლეობა მოდის და ფუძნდება შენთან, ხოლო გარკვეული პერიოდის შემდეგ უკვე სახელმწიფო პოლიტიკას გიცვლის  საკუთარი იდენტობით და გარკვეულ ტერიტორიებზე საკუთრების უფლებას ითხოვს. 

ასევე უმნიშვნელოვანესია LGBT თემის ასეთი გამალებული პროპაგანდა სწორედ ტრადიციულ სახელმწიფოებში. ეს არის ეროვნული იდენტობის წინააღმდეგ მიმართული ყველაზე ბასრი იარაღი.  ვინც აბორტებს და მსგავს „ქალთა უფლებებს“ გადაურჩება, აუცილებლად LGBT იდეოლოგიის მსხვერპლი იქნება. არადა, რა ლამაზად ფუთავენ ამას ადამიანის უფლებებში? ტოლერანტობა სხვაა და ოჯახის ინსტიტუტისადმი მიმართული გამანადგურებელი ბრძოლა - სხვა. ესეც დემოგრაფიული პოლიტიკის ნაწილია და ყველაზე პრობლემური საკითხი, რაც ანადგურებს ახალგაზრდების ცნობიერებას. ეს კი დემოგრაფიული პრობლემების წარმოქმნის ყველაზე მწვავე საკითხია. ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა იმდენად არ არის პირდაპირ კავშირში დემოგრაფიულ პრობლემებთან, რამდენადაც მოსახლეობის ცნობიერების პრობლემა და დაქვეითებული ეროვნული ღირებულებები.  

აი, აქამდე მიჰყავს ფსევდო ლიბერალიზმს ყველა ტიტულიანი ერი და მათ შორის - საქართველო. ეს არის სწორედ მავანთა სურვილი. ადამიანის უფლებების დაცვას ამოფარებული ბასრი პოლიტიკა გამანადგურებელია ჩვენი ქვეყნისთვის. 

იმედია, ამას აცნობიერებს ყველა ქართველი და არ სურთ ისეთი შედეგი, რაზეც წლების წინ მიმითითა თამარ ჩერგოლეიშვილმა: რა აუცილებელია ქართველები ცხოვრობდნენ ამ ტერიტორიაზე, მთავარია, საქართველო, როგორც ქვეყანა ხომ იქნებაო.“, - წერს თამარ ჩიბურდანიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პრეზიდენტი ზურაბიშვილი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია
გიორგი გამსახურდია ოპოზიციას: ისე კარგია, თქვენ სიმბოლოდ შავი ლაქა რომ აირჩიეთ. ქართველი ხალხის ცნობიერებაში და საქართველოს ისტორიაში, შავ ლაქად ხართ დარჩენილები
თამარ ჩიბურდანიძე: რა წამოსცდა მიხეილ სააკაშვილს და რას გულისხმობდა ის სიტყვა „საფრთხეში“, როდესაც აფხაზეთის მიმართ დასავლეთის სიმპათიებზე საუბრობდა? რა სახიფათო თამაშს თამაშობს აგენტურა ახლა უკვე აფხაზეთით?
მამუკა მდინარაძე - ყველაფერი რუსული „ეზიზღებათ“ და ხოშტარიას წარმოადგენენ, მევახშეებს „ებრძვიან“ და ხაზარაძეს წარმოადგენენ, ადამიანებს მოღალატეობაში სდებენ ბრალს და გახარიას პარტიას წარმოადგენენ
მიხეილ სააკაშვილი - ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა!
არქივი