ისინი, ვინც თსუ-ში პროვოკაციებს აწყობენ, არიან სპეციალურად შეგზავნილი ახალგაზრდები, რომლებიც ფულის ან საკუთარი სიბრიყვის ფასად თავს ძალიან უხერხულ მდგომარეობაში იგდებენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
267 19 ივნისი 2023, 23:58

ეს დაქირავებული ან საკუთარი სიბრიყვით გაბრიყვებული სტუდენტები როდის არიან გულწრფელნი? თუ მართლა სახელმწიფოებრივი სულისკვეთებით მოქმედებენ, რატომ არ უჩნდებათ პროტესტი, რომ ელენე ხოშტარია მილიონობით რუბლს რუსეთიდან იღებს?, - ამის შესახებ გადაცემა „პოლიტიკურ პოსტში“ „ხალხის ძალის“ წევრმა თამთა მეგრელიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, უხერხულია ვინმე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელთა დაკვეთას ასრულებდეს და არ იაზრებდეს იმას, რომ დავალების მომცემები პირდაპირ არიან დაკავშირებულნი რუსეთთან.

„ისინი, ვინც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროვოკაციებს აწყობენ, არიან სპეციალურად შეგზავნილი ახალგაზრდები, რომლებიც ფულის ან საკუთარი სიბრიყვის ფასად თავს ძალიან უხერხულ მდგომარეობაში იგდებენ. მათ ქმედებებში რუსული ხელწერა შეინიშნება იმიტომ, რომ უპირისპირდებიან ირაკლი კობახიძეს, კაცს, რომელსაც განათლება ევროპაში აქვს მიღებული და საკუთარ ევროპული ღირებულებების მქონე განათლებას საქვეყნო საქმეს ახმარს.

მართლა უხერხულია საუბარი ირაკლი კობახიძის პრორუსულობაზე, როდესაც სტუდენტებს დავალებას აძლევენ ისეთი ადამიანები, როგორებიც არიან „ნაციონალური მოძრაობის“ უშუალო წევრები. მართლა უხერხულია მათ დაკვეთას ასრულებდე და არ იაზრებდე იმას, რომ დავალების მომცემები პირდაპირ არიან დაკავშირებულნი რუსეთთან. მაგალითად, ელენე ხოშტარია - ეს არის ადამიანი, რომელმაც მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავრა. ასევე, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ჰყავდათ კობა ნაყოფია, რომელიც მოსკოვის საგარეო საქმეთა დიპლომატიური აკადემიის კურსდამთავრებულია. ასევე, ჰყავდათ გრიგოლ ვაშაძე, რომელსაც მოსკოვის სახელმწიფო საერთაშორისო ინსტიტუტი აქვს დამთავრებული. ეს ადამიანები, ეს დაქირავებული ან საკუთარი სიბრიყვით გაბრიყვებული სტუდენტები როდის არიან გულწრფელნი? თუ ისინი მართლა სახელმწიფოებრივი სულისკვეთებით მოქმედებენ, მაშინ რატომ არ უჩნდებათ პროტესტი სწორედ ამ ადამიანებზე, რომლებიც ჩამოვთვალე? რატომ არ უჩნდებათ პროტესტი, რომ ვაშაძე პარტიის სიაში წამყვანი ფიგურა იყო? რატომ არ უჩნდებათ პროტესტი, რომ ელენე ხოშტარია მილიონობით რუბლს იღებს რუსეთიდან? თან ამას არ მალავს და აბუჩადაც კი გვიგდებს, რადგან არც თვლის საჭიროდ ამაზე კომენტარი რომ გააკეთოს; სად არის ამ ახალგაზრდების პატრიოტიზმი? არ არის და არც იქნება, რადგან ეს ახალგაზრდები ცალსახად, ფაქტებით დასტურდება, რომ კონკრეტული პოლიტიკური დავალებით მოქმედებენ.“, - განაცხადა თამთა მეგრელიშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პრეზიდენტი ზურაბიშვილი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია
გიორგი გამსახურდია ოპოზიციას: ისე კარგია, თქვენ სიმბოლოდ შავი ლაქა რომ აირჩიეთ. ქართველი ხალხის ცნობიერებაში და საქართველოს ისტორიაში, შავ ლაქად ხართ დარჩენილები
თამარ ჩიბურდანიძე: რა წამოსცდა მიხეილ სააკაშვილს და რას გულისხმობდა ის სიტყვა „საფრთხეში“, როდესაც აფხაზეთის მიმართ დასავლეთის სიმპათიებზე საუბრობდა? რა სახიფათო თამაშს თამაშობს აგენტურა ახლა უკვე აფხაზეთით?
მამუკა მდინარაძე - ყველაფერი რუსული „ეზიზღებათ“ და ხოშტარიას წარმოადგენენ, მევახშეებს „ებრძვიან“ და ხაზარაძეს წარმოადგენენ, ადამიანებს მოღალატეობაში სდებენ ბრალს და გახარიას პარტიას წარმოადგენენ
მიხეილ სააკაშვილი - ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა!
არქივი