263
19 ივნისი 2023, 10:56
„რევოლუციური მუხტის, ან „მაიდანიზაციის“ მზადება აქტიურად დაიწყო ჯერ კიდევ 2022 წლიდან, უკრაინის ომის პარალელურად - მოხდა საქართველოს გეოპოლიტიკური მნიშვნელობის ზრდა, რამაც ა.შ.შ.-ს წინაშე დააყენა ხელისუფლების უფრო მეტად კონტროლის ქვეშ აყვანის აუცილებლობა, სადაც ა.შ.შ.-ს ინტერესები საქართველოს ინტერესებზე უფრო პრიორიტეტული იქნებოდა“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, პროცესები საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის ხელმძღვანელობით და ქართული რადიკალური ოპოზიციის მონაწილეობით პერიოდულად იძაბება და ბოლო ორი წლის განმავლობაში ამაში აქტიურად იყენებენ ახალგაზრდებსაც.
„მნიშვნელოვანია გვესმოდეს, ა.შ.შ.-ს ადმინისტრირებისა და მართვის სტილი, მათი საკომუნიკაციო ქსელები თავის აგენტურასთან - ისინი კომუნიკაციაში შედიან ცალკეულ პირებთან (ლიდერებთან), რის შემდგომაც გრანტების მეშვეობით ქმნიან იდეოლოგიურად დამუშავებულ აქტივისტებს (მარიონეტებს), რომლებმაც უკვე იციან, როგორ უნდა მოიქცნენ გარკვეულ გარემოში. შემდგომ უკვე თავად ამერიკელები ქმნიან საჭირო „გარემოს“, რომელშიც მონაწილე აქტორები უკვე დამოუკიდებლად მოქმედებენ.
მაგალითად, ა.შ.შ.-მ გამოყო გრანტი და შექმნა „საგანმანათლებლო სფერო“ („ფრანკლინის კლუბი“, „გირჩის“ ბანაკი), სადაც ახალგაზდებს და სკოლის მოსწავლეებს უკითხავენ ლექციებს, თუ როგორ უნდა მოიქცნენ პროტესტის დროს, ასევე, გარკვეულ გარემოებებს აჩვენებენ ნეგატიური კუთხით (იქ არ ეუბნებიან, რომ ხელისუფლება ცუდია, იქ ეუბნებიან რომ ცუდია რაღაც გარემოება). შემდგომ თავად, საკუთარი განცხადებებით ქმნიან აღნიშნულ „ცუდ“ გარემოს ("რუსული კანონი"), საინფორმაციო კამპანიის მეშვეობით დაჰყავთ ეს მოსახლეობამდე, ხოლო შემდეგ მათ მიერ მომზადებული აქტივისტები მოქმედებენ ყოველგვარი მითითების გარეშე, რადგან ისინი მოამზადეს სწორედ ამისთვის - კონკრეტული დავალება აღარც კი იშლება, რადგან ამის საჭიროება უკვე აღარ არსებობს.
რევოლუციური მუხტის, ან „მაიდანიზაციის“ მზადება აქტიურად დაიწყო ჯერ კიდევ 2022 წლიდან, უკრაინის ომის პარალელურად - მოხდა საქართველოს გეოპოლიტიკური მნიშვნელობის ზრდა, რამაც ა.შ.შ.-ს წინაშე დააყენა ხელისუფლების უფრო მეტად კონტროლის ქვეშ აყვანის აუცილებლობა, სადაც ა.შ.შ.-ს ინტერესები საქართველოს ინტერესებზე უფრო პრიორიტეტული იქნებოდა.
ამერიკული სპეცსამსახურების მოქმედების სქემა არ შეცვლილა და პირველი რაც გააკეთეს, ეს არის ქვეყანაში საპროტესტო აქტივის, იდეოლოგიური ფუნდამენტის შექმნა. გახდა თუ არა ჯო ბაიდენი ა.შ.შ.-ს პრეზიდენტი 2021 წლის 20 იანვარს, იმავე წლის დეკემბერში საქართველოში იქმნება „ფრანკლინის კლუბი“, რომელიც ორიენტირებულია ლიბერტარიანულ პოლიტიკასა და „სამოქალაქო აქტივიზმზე“. ეს ორგანიზაცია სხვა არაფერია, თუ არა ახალი „კმარა“, თუ არა ლიბერალური ფაშიზმის ყველაზე მკაფიო განსახიერება.
“ფრანკლინის კლუბის“ ძირითადი დონორია - ორგანიზაცია Atlas Network, რომელიც ა.შ.შ.-ს მთავრობის დაკვეთით ამზადებს სტატიებს, აწყობს პროპაგანდისტულ ქსელებს, რაშიც არაერთხელ იქნა მხილებული. ორგანიზაცია სხვადასხვა პერიოდში მონაწილეობდა ამერიკული სპეცსამსახურების ოპერატიულ აქციებში, გადატრიალებებსა და პროპაგანდის წარმოებაში, კერძოდ მათი მონაწილეობა დაფიქსირდა: კუბაში, ბოლივიაში, ეკვადორსა და პერუში.
კლუბის მრჩეველთა საბჭოში შედიან: ლევან რამიშვილი („კმარას“ შემოქმედი, „თავისუფლების ინსტიტუტის“ დამფუძნებელი), კონსტანტინე თოფურია (საქართველოს უნივერსიტეტი), ვატო ლეჟავა (თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტის რექტორი). სწორედ ხსენებული უნივერსიტეტების სტუდენტები, სკოლის მოსწავლეებთან ერთად, შეადგენდნენ მარტის აქციის ბირთვს, ხოლო მათი მონაწილეობა კონტროლირდებოდა კონსტანტინე თოფურიას და ვატო ლეჟავას მიერ.
მიუხედავად იმისა, რომ კლუბში გაწევრიანება ფასიანია (100 ლარი), აღნიშნულ თანხას არ იხდის არც ერთი მსმენელი: სურვილის გამოხატვის შემთხვევაში, აღნიშნული პირები ავტომატურად ხდებიან გრანტის მფლობელები (მსმენელთა ძირითადი კონტინგენტი არიან სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები). პიტერ აკერმანის „ბაკურიანის ტრენინგების“ შემდეგ გააქტიურდა ასევე ზურა (გირჩი) ჯაფარიძე, რომელმაც დაიწყო ბანაკების ორგანიზება, სადაც მიჰყავდა სხვადასხვა ახალგაზდები და მათ უტარებდნენ ლექციებს „სამოქალაქო აქტივიზმში“, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებასა და სხვა საკითხებში.
შეხვედრებზე რეგულარულად მიდიოდა საუბარი წინააღმდეგობის გაწევის მეთოდებზე, ახალგაზდები ემზადებოდნენ „რევოლუციისთვის“ (ხსენებული შეკრებების დაფინანსება დაიწყო IRI-მ). აღსანიშნავია, რომ პროცესების ადმინისტრირებისთვის, მათ დაიწყეს „ტელეგრამ არხის“ გამოყენება. ასევე პერიოდულად, მათ ახასიათებს ანარქიული ტიპის „გამოხტომები“ (მაგალითად ავტომანქანის დამტვრევა „მოდულის“ შენობასთან). ამ და სხვა პროექტების უშუალო კურატორ-პიროვნებას, ჩვენ აუცილებლად დავუთმობთ დროს „უახლოეს“ გამოშვებაში“, - წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |