220
17 ივნისი 2023, 15:30
საზოგადოებრივი მოძრაობის „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ დამფუძნებელი, ვატო შაქარიშვილი, რომელიც ბორჯომში იმ სასტუმროსთან იმყოფებოდა, სადაც „გირჩი - მეტი თავისუფლების“ წევრები სემინარის გამართვას გეგმავდნენ, ადგილზე მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა.
შაქარიშვილის თქმით, „გირჩი - მეტი თავისუფლების“ მიერ სემინარის ჩატარება ადგილობრივმა მოსახლეობამ გააპროტესტა, რისი მიზეზიც, მისი განმარტებით ის ფაქტია, რომ ზურაბ ჯაფარიძე ახალგაზრდებს დამღუპველი, ლიბერალური იდეოლოგიით წამლავს.
„აქ არის აღელვებული საზოგადოება, ადგილობრივი მოსახლეობა, ბორჯომელები, წაღვერელები, ადგილობრივები, რომლებსაც არ სურთ, რომ ამ ქვეყანაში ახალგაზრდდებს წამლავდეს ზურა გირჩი ჯაფარიძე დამღუპველი, ლიბერალური, უკუღმართი იდეოლოგიით.“ - განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |