გია აბაშიძე: დღეს, ნაცსექტანტმა ქრისტინე ტალახაძემ ისპეკულანტა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილით, შეიპარა პარლამენტში და რადიკალების დავალებით იაფფასიანი პროვოკაცია მოაწყო სხდომათა დარბაზში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
239 14 ივნისი 2023, 16:24
"ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტს ადამიანობა დიდი ხანია დაკარგული აქვს. სააკაშვილის რეჟიმმა შექმნა უჯიშოების სექტა, სადაც უკადრებელს კადრულობენ, - ასე ეხმაურება ანალიტიკოსი გია აბაშიძე პარლამენტის სხდომათა დარბაზში მომხდარ ინციდენტს, სადაც შშმ ბავშვის მშობელმა, ხელისუფლების საწინააღმდეგო საპროტესტო ბანერი გადმოფინა.
აბაშიძის თქმით, შშმ ბავშვები მიწვეული იყვნენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე, რითიც ტალახაძემ ისარგებლა და რადიკალების დავალებით სხდომათა დარბაზში პროვოკაცია მოაწყო. მისივე განცხადებით, ამ ქმედებას მხოლოდ ადამიანობა დაკარგული პირები მოიწონებენ.
"ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტს ადამიანობა დიდი ხანია დაკარგული აქვს. სააკაშვილის რეჟიმმა შექმნა უჯიშოების სექტა, სადაც უკადრებელს კადრულობენ. დღეს, ნაცსექტანტმა ქრისტინე ტალახაძემ ისპეკულანტა შეზღუდული შეს
აძლებლობის მქონე შვილით, შეიპარა პარლამენტში და რადიკალების დავალებით იაფფასიანი პროვოკაცია მოაწყო სხდომათა დარბაზში. და ვინ მოუწონებს ამ მარაზმს? რასაკვირველია, უსამშობლო, ადამიანობადაკარგული, თვითდაბნელებული ნაცსექტანტები.
ამაზრზენი და სამარცხვინოა ქრისტინე ტალახაძეს ქალი და დედა ერქვას.“ - წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პრეზიდენტი ზურაბიშვილი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია
გიორგი გამსახურდია ოპოზიციას: ისე კარგია, თქვენ სიმბოლოდ შავი ლაქა რომ აირჩიეთ. ქართველი ხალხის ცნობიერებაში და საქართველოს ისტორიაში, შავ ლაქად ხართ დარჩენილები
თამარ ჩიბურდანიძე: რა წამოსცდა მიხეილ სააკაშვილს და რას გულისხმობდა ის სიტყვა „საფრთხეში“, როდესაც აფხაზეთის მიმართ დასავლეთის სიმპათიებზე საუბრობდა? რა სახიფათო თამაშს თამაშობს აგენტურა ახლა უკვე აფხაზეთით?
მამუკა მდინარაძე - ყველაფერი რუსული „ეზიზღებათ“ და ხოშტარიას წარმოადგენენ, მევახშეებს „ებრძვიან“ და ხაზარაძეს წარმოადგენენ, ადამიანებს მოღალატეობაში სდებენ ბრალს და გახარიას პარტიას წარმოადგენენ
მიხეილ სააკაშვილი - ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა!
არქივი