სხდომის მიმდინარეობისას პარლამენტის თავმჯდომარე მიესალმა შშმ ბავშვებს (სტუმრებს), ამ დროს ერთ-ერთმა ქალმა დაიწყო ყვირილი და გადმოფინა ნაჭერი წარწერით...ბავშვებს ყვირილის შეეშინდათ...აი ასეთი მავნებელი ადამიანია დამგეგმავ-შემსრულებელი, როდესაც ისინი შშმ ბავშვებს ამოეფარნენ თავიანთი ვიწროპარტიული ინტერესებისთვის. - წერს "ქართული ოცნების" დეპუტატი გრეტა წიწავა დღეს, პარლამენტის პლენარულ დარბაზში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით:
"დღეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეა. პარლამენტში ტრადიციულად გვქონდა ღონისძიება - წლებია ვმეგობრობთ და ვთანამშრომლობთ შშმ პირებთან და ორგანიზაციებთან .სხდომის მიმდინარეობისას პარლამენტის თავმჯდომარე მიესალმა შშმ ბავშვებს (სტუმრებს), ამ დროს ერთ-ერთმა ქალმა დაიწყო ყვირილი და გადმოფინა ნაჭერი წარწერით...ბავშვებს ყვირილის შეეშინდათ...აი ასეთი მავნებელი ადამიანია დამგეგმავ-შემსრულებელი, როდესაც ისინი შშმ ბავშვებს ამოეფარნენ თავიანთი ვიწროპარტიული ინტერესებისთვის. ბავშვები რომ დაისტრესდნენ ამ ქალის გაურკვეველ ავ კივილზე იმაზე ვწუხ, თორემ მისი ქმედება შშმ პირთა უფლებების დაცვის დღეს ეს მის დამოკიდებულებაზე მეტყველებს, თუ როგორ არ სცემს პატივს და არ აღელვებს შშმ პირები..."-წერს წიწავა.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |