თანამედროვე ოლიმპიური თამაშების ისტორიაში ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ოლიმპიური თამაშები გადავადდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1161 25 მარტი 2020, 22:36

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტი თომას ბახი დარწმუნებულია, რომ 2021 წელს ტოკიოში წარმატებით ჩატარდება ოლიმპიური თამაშები.

„როგორც დაგეგმილი იყო, მოხარული ვიქნები მაისში ვეწვიო იაპონიას. ჩემი სტუმრობით მინდა ტოკიოში ოლიმპიური თამაშების წარმატებით ჩატარებისადმი ჩემი ერთგულება დავადასტურო. ასევე, მადლიერება გამოვხატო საორგანიზაციო კომიტეტის, ხელისუფლების და იაპონელი ხალხის მიმართ, მათ მიერ თამაშების სამზადისში გაწეული სამუშაოსთვის და მხარდაჭერისთვის,“ - განაცხადა თომას ბახმა.

კორონავირუსის პანდემიის მასშტაბების გათვალისწინებით, იაპონიის ხელისუფლებამ და საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ტოკიოს თამაშები ერთი წლით გადაავადეს.

თანამედროვე ოლიმპიური თამაშების ისტორიაში ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ოლიმპიური თამაშები გადავადდა. 

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი