დავით ქართველიშვილი: საკუთარი აგენტურის მეშვეობით, ა.შ.შ.-ს საელჩო აქტიურად შეეცდება საქართველოში ერთმანეთს დაუპირისპიროს სახელმწიფო ინსტიტუტები და საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
268 13 ივნისი 2023, 11:38
„გაიხსენეთ, მანამდე „რესპუბლიკელების“ მიერ წარდგენილი აშშ-ს ელჩი კელი დეგნანიც კი არ შედიოდა ხელისუფლებასთან ღია კონფრონტაციაში და ერიდებოდა ოპოზიციის მხარდაჭერას“ - ამის შესახებ, სოციალურ ქსელში წერს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, აშშ-ს საელჩო, თავისი აგენტურის მეშვეობით აქტიურად შეეცდება საქართველოში ერთამენთს დააპირისპიროს ხალხი და მთავრობა, რომ ქვეყანაში მოხდეს არეულობა და ხელისუფლების შეცვლა.

 „საქართველოსთან მიმართებაში ხელისუფლების „აყირავების“ ოპერაციის აქტიური ფაზის გატარება დაიწყო აშშ-ს ადმინისტრაციაში სწორედ დემოკრატების მოსვლის შემდგომ. გაიხსენეთ, მანამდე „რესპუბლიკელების“ მიერ წარდგენილი აშშ-ს ელჩი კელი დეგნანიც კი არ შედიოდა ხელისუფლებასთან ღია კონფრონტაციაში და ერიდებოდა ოპოზიციის მხარდაჭერას. ყველას კარგად გვახსოვს, ამის გამო რა ეპითეტებით ამკობდა მას იგივე ნიკა გვარამია. ხოლო შალვა ნათელაშვილმა პირდაპირი ბრალი წაუყენა მას არჩევნების „გაყალბების“ ორგანიზებაში. ამჟამად დესტრუქციულ პროცესებში მისი „ფლაგმანის“ როლი და ადგილი არანაირ ეჭვს აღარ იწვევს, მისი მოქმედებები იმდენად გამჭვირვალეა, რომ უახლოეს თვეებში დეგნანის უშუალო მონაწილეობით მოსალოდნელია განვითარდეს შემდეგი მოვლენები: საკუთარი აგენტურის მეშვეობით, აშშ-ს საელჩო აქტიურად შეეცდება საქართველოში ერთმანეთს დაუპირისპიროს სახელმწიფო ინსტიტუტები და საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტები.  იმ ინსტიტუტებში, სადაც აშშ-ს ჩასმული ჰყავს საკუთარი გავლენის აგენტები (მაგ. „სახალხო დამცველის“ აპარატი), სახელმწიფოს არ მიეცემა არანაირი რეფორმის ჩატარების უფლება. იმ სფეროებში, სადაც აშშ-ს საელჩოს და მის მიერ კონტროლირებად სექტორებს საფრთხე დაემუქრება გამჭვირვალობის ან დესტრუქციული საქმიანობის ეფექტურად გატარების კუთხით - დაბლოკილი იქნება ნებისმიერი ტიპის კანონშემოქმედებითი ან რეფორმაციის მცდელობა „რუსული კანონების“ სტიგმის ეგიდით. გაგრძელდება ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტის ფართომასშტაბური და მრავალპროფილური დესტრუქციული შემოტევა ქვეყნის აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო სექტორებზე. გაიზრდება მისი როლი და ადგილი საზოგადოებრივი პოლარიზაციის გაღრმავების კუთხით.  მაღალი ალბათობით მოსალოდნელია შეტევა „ცესკოზე“. ასევე, შეტევები გაგრძელდება იმ ინსტიტუტებზე, სადაც აშშ-მ ვერ მოახერხა სრული კონტროლის მოპოვება და საკუთარი გავლენის აგენტების „ჩანერგვა“.  ამ უკანასკნელ მოსაზრებას ამყარებს „ეროვნული ბანკის“ ირგვლივ აგორებული მოვლენებიც, სადაც საქართველოს პრეზიდენტი ყველანაირად ცდილობს ხელი შეუწყოს ამ ინსტიტუციაში აშშ-სთვის მისაღები კონტინგენტის შეყვანას.  ამასთან, არ არის გამორიცხული, აშშ-ს ხელთ არსებული ინსტრუმენტების გამოყენებით (როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ), მოხდეს 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების პროცესის მიზანმიმართული შეფერხება, რათა საქართველომ მოქმედი ხელისუფლების პირობებში ვერ მიიღოს EU წევრობის კანდიდატის სტატუსი.  ევროკავშირის მხრიდან კანდიდატის სტატუსზე უარის თქმის შემთხვევაში, აშშ-ს საელჩოს პროვოცირებით, ქვეყანაში მოსალოდნელია მასშტაბური საპროტესტო აქციების ორგანიზება ხელისუფლების გადადგომის და გარდამავალი/ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბების მოთხოვნით, რომელიც ჩაატარებს მომავალ საპარლამენტო არჩევნებს. ამ კონტექსტში, არ არის გამორიცხული, ადგილი ჰქონდეს 2022 წლის (ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციების რევოლუცია) და 2023 წლის მარტის („რუსული კანონი“) მსგავსი პროცესების ინიცირების მცდელობას, სადაც წამყვან ძალად წინ წამოწეული იქნება სხვადასხვა „საზოგადოებრივი“ თუ „ახალგაზრდული“ ორგანიზაციები.  მაღალი ალბათობით, აღნიშნული პროცესები უნდა განხორციელდეს და დასრულდეს აშშ-ის მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებამდე ამ ეტაპზე ჩვენ ვიცით ვინ, რას და რა პერიოდზე გათვლით აპირებს და გეგმავს საკუთარი განზრახვების ხორცშესხმას. ერთია მცდელობა, მეორე შესრულება და მესამე წარმატებით დაგვირგვინება. თუ რა ძალები და საშუალებები იქნება მობილიზებული მოწინააღმდეგის მიერ ამ მიზნების მისაღწევად - ამის მოთხრობის დროც აუცილებლად დადგება“, - წერს ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პრეზიდენტი ზურაბიშვილი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია
გიორგი გამსახურდია ოპოზიციას: ისე კარგია, თქვენ სიმბოლოდ შავი ლაქა რომ აირჩიეთ. ქართველი ხალხის ცნობიერებაში და საქართველოს ისტორიაში, შავ ლაქად ხართ დარჩენილები
თამარ ჩიბურდანიძე: რა წამოსცდა მიხეილ სააკაშვილს და რას გულისხმობდა ის სიტყვა „საფრთხეში“, როდესაც აფხაზეთის მიმართ დასავლეთის სიმპათიებზე საუბრობდა? რა სახიფათო თამაშს თამაშობს აგენტურა ახლა უკვე აფხაზეთით?
მამუკა მდინარაძე - ყველაფერი რუსული „ეზიზღებათ“ და ხოშტარიას წარმოადგენენ, მევახშეებს „ებრძვიან“ და ხაზარაძეს წარმოადგენენ, ადამიანებს მოღალატეობაში სდებენ ბრალს და გახარიას პარტიას წარმოადგენენ
მიხეილ სააკაშვილი - ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა!
არქივი