ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტა დროებით გაუქმდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
841 25 მარტი 2020, 20:20

ტოკიოს ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების 2021 წლამდე გადავადებამ მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა საოლიმპიადო ღონისძიებათა კალენდარშიც - დროებით გაუქმდა იაპონიაში ოლიმპიური ცეცხლის ეტსფეტა, მაგრამ ცეცხლი იაპონიაში დარჩება. 

COVID-19-ის გავრცელების შესაკავებლად მიღებულმა საკარანტინო ზომებმა, რაც თვითიზოლაციათან ერთად ასევე ითვალისწინებს სოციალურ დისტანცირებას, ტოკიო-2020-ის ორგანიზატორებს დაგეგმილი ესტაფეტის გაუქმების გადაწყვეტილებისკენ უბიძგა.

„ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტას არ დავიწყებთ, ვიდრე არ განვიხილავთ კონტრზომებს. ოლიმპიური თამაშების გადადებასთან ერთად, ესტაფეტის ახალი გეგმა შემუშავდება,“ - განაცხადა ტოკიო-2020-ის საორგანიზაციო კომიტეტის პრეზიდენტმა იოშირო მორიმ.

ესტაფეტის ახალი მარშრუტის და პირობების შემუშავებისას, ტოკიოს 2020 წლის თამაშებისთვის შერჩეულ მეჩირაღდნეებს უპირატესობა მიენიჭებათ 2021 წელს.

ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტა 26 მარტს ფუკუშმადან უნდა დაწყებულიყო და მისი ერთ-ერთი პირველი მეჩირაღდნეები უნდა ყოფილიყვნენ 2011 წლის ქალთა საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატის ტრიუმფატორი იაპონიის ნაკრების წევრები.

თავდაპირველი გეგმით, ოლიმპიურ ცეცხლს იაპონიის ყველა 47 პრეფექტურაში 121 დღის განმავლობაში უნდა ემოგზაურა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი