ვლადიმერ ბოჟაძე რადიკალურ ოპოზიციაზე: როგორ შეიძლება კონსტიტუციური ვალდებულება, იზრუნო სახელმწიფოს საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებზე საარჩევნო მანიპულაციად და რუსეთის ინტერესად გამოაცხადო?
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
200 07 ივნისი 2023, 11:44

რატომ სძულს ასე რადიკალურ ოპოზიციას, მათ მართვად სამოქალაქო სექტორს და მედიას საკუთარი ქვეყანა და ხალხი? როგორ შეიძლება კონსტიტუციური ვალდებულება, იზრუნოს სახელმწიფოს საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებზე, ჩვენს დიასპორაზე მთელს მსოფლიოში, გამოაცხადო საარჩევნო მანიპულაციად? - ასე ეხმიანება თბილისის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატი ვლადიმერ ბოჟაძე საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მიღების პროცედურების გამარტივებასთან დაკავშირებით მთავრობის ინიციატივას. ბოჟაძის თქმით, რადიკალური ოპოზიცია სახელმწიფოს კონსტიტუციურ ვალდებულებას იზრუნოს საკუთარ მოქალაქეებზე როგორც საქართველოში, ისე საზღვრებს გარეთ, რუსეთის ინტერესად აცხადებს, რისი მიზანიც ქვეყნის მაქსიმალურად დაზიანებაა.

„როგორ შეიძლება გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR— გაეროს სააგენტო, რომელსაც გააჩნია უფლებამოსილება დაიცვას ლტოლვილები, იძულებით გადაადგილებული და მოქალაქეობის არმქონე პირები) რეკომენდაცია და საერთაშორისო ვალდებულება რუსეთის ინტერესად გამოაცხადო? როგორ და მარტივად, რასაც დაავალებს კეზერაშვილი, მერაბიშვილი და ადეიშვილი იმას იმეორებს ომის და ღალატის პარტია, რადიკალური ოპოზიცია, მართვადი მედია, სამოქალაქო სექტორი და ა.შ. ასეთი სახის დეზინფორმაციის და ტყუილის გავრცელებას მხოლოდ 1 მიზანი აქვს - მაქსიმალურად დააზიანოს საქართველოს სახელმწიფო, ქართველი ხალხის ინტერესები, საფრთხე შეუქმნან სტაბილურობას და განვითარებას. საქართველოს ხელისუფლების კონსტიტუციური ვალდებულებაა იზრუნოს მოქალაქეებზე როგორც საქართველოში ასე მთელ მსოფლიოში, ამ ვალდებულების უკეთ შესრულებას ემსახურება იუსტიციის სამინისტროს ინიციატივა და აუცილებლად განხორციელდება. რაც შეეხება 2024 თუ 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებს, ქვეყნის და ხალხის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედი რადიკალური ოპოზიცია - ნაციონალური მოძრაობა, ისევე დამარცხდება როგორც 2012 წლიდან ყველა დონის არჩევნებზე!“ - წერს ბოჟაძე Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პრეზიდენტი ზურაბიშვილი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია
გიორგი გამსახურდია ოპოზიციას: ისე კარგია, თქვენ სიმბოლოდ შავი ლაქა რომ აირჩიეთ. ქართველი ხალხის ცნობიერებაში და საქართველოს ისტორიაში, შავ ლაქად ხართ დარჩენილები
თამარ ჩიბურდანიძე: რა წამოსცდა მიხეილ სააკაშვილს და რას გულისხმობდა ის სიტყვა „საფრთხეში“, როდესაც აფხაზეთის მიმართ დასავლეთის სიმპათიებზე საუბრობდა? რა სახიფათო თამაშს თამაშობს აგენტურა ახლა უკვე აფხაზეთით?
მამუკა მდინარაძე - ყველაფერი რუსული „ეზიზღებათ“ და ხოშტარიას წარმოადგენენ, მევახშეებს „ებრძვიან“ და ხაზარაძეს წარმოადგენენ, ადამიანებს მოღალატეობაში სდებენ ბრალს და გახარიას პარტიას წარმოადგენენ
მიხეილ სააკაშვილი - ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა!
არქივი