თამარ ჩიბურდანიძე: კელი დეგნანის და ევროპელების „რუსული კანონი“ FARA ამერიკიდან ახალ ინფორმაციას გვაწვდის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
250 05 ივნისი 2023, 17:45

ბუნებრივია, კეზერაშვილს არ მოეწონებოდა საკუთარი ტელევიზიის დაბალი რეიტინგი სხვა ოპოზიციურ ტელევიზიებთან შედარებით. ამიტომ გადაწყვიტა მისთვის საერთაშორისო იმიჯის შექმნა, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის" წევრი თამარ ჩიბურდანიძე წერს.

მისი თქმით, კეზერაშვილმა კარგად იცის, რომ ვისაც აქვს პროპაგანდის ყველაზე მძლავრი საშუალება მაღალ დონეზე, ის იგებს პროცესებს და ფაქტია, რომ იგი 2024 წლის არჩევნებისთვის სერიოზულად ემზადება.

„ამერიკაში მოქმედი კანონი FARA მიხეილ სააკაშვილის ოჯახის შემდეგ, კიდევ ერთ საინტერესო ინფორმაციას გვაწვდის ტვ "ფორმულას" და მისი მფლობელის დავით კეზერაშვილის შესახებ. რევოლუციური არჩევნებისთვის სამზადისში ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები უკვე ერთმანეთს უწევენ კონკურენციას. ბუნებრივია, კეზერაშვილს არ მოეწონებოდა საკუთარი ტელევიზიის დაბალი რეიტინგი სხვა ოპოზიციურ ტელევიზიებთან შედარებით. ამიტომ გადაწყვიტა მისთვის საერთაშორისო იმიჯის შექმნა.

კეზერაშვილმა კარგად იცის, რომ ვისაც აქვს პროპაგანდის ყველაზე მძლავრი საშუალება მაღალ დონეზე, ის იგებს პროცესებს. საინტერესო ის ფაქტია, ეს თანხა მხოლოდ ლობიზმში გადაიხადა თუ რევოლუციური ტელესტრატეგიის ცოდნის მიღებაშიც? ფაქტია, კეზერაშვილი სერიოზულად ემზადება 2024 წლისთვის და არ ფიქრობს ოპოზიციურ ველზე პირველობა ვინმეს დაუთმოს. აქედან გამომდინარე, ცხარე ოპოზიციურ სკანდალებს უნდა ველოდოთ. ერთი კითხვა მაქვს კეზერაშვილთან, ტვ"ფორმულას" საერთაშორისო პიარს ხაბეიშვილის იმიჯით აპირებს თუ იმ პერიოდში ნაცმოძრაობის თავმჯდომარეს დროებით გადამალავენ?

ფაქტია, კელი დეგნანის და ევროპელების "რუსულმა კანონმა" FARA საინტერესო ინფორმაცია მოგვაწოდა ამერიკიდან. საინტერესო იქნება თავად ლობიზმის პროცესში გამოყენებული ახალი "ინოვაციური" მიდგომებიც, რასაც უფრო ღიმილით დავაკვირდებით", - წერს თამარ ჩიბურდანიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პრეზიდენტი ზურაბიშვილი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია
გიორგი გამსახურდია ოპოზიციას: ისე კარგია, თქვენ სიმბოლოდ შავი ლაქა რომ აირჩიეთ. ქართველი ხალხის ცნობიერებაში და საქართველოს ისტორიაში, შავ ლაქად ხართ დარჩენილები
თამარ ჩიბურდანიძე: რა წამოსცდა მიხეილ სააკაშვილს და რას გულისხმობდა ის სიტყვა „საფრთხეში“, როდესაც აფხაზეთის მიმართ დასავლეთის სიმპათიებზე საუბრობდა? რა სახიფათო თამაშს თამაშობს აგენტურა ახლა უკვე აფხაზეთით?
მამუკა მდინარაძე - ყველაფერი რუსული „ეზიზღებათ“ და ხოშტარიას წარმოადგენენ, მევახშეებს „ებრძვიან“ და ხაზარაძეს წარმოადგენენ, ადამიანებს მოღალატეობაში სდებენ ბრალს და გახარიას პარტიას წარმოადგენენ
მიხეილ სააკაშვილი - ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა!
არქივი