225
02 ივნისი 2023, 18:20
ჯაბანი ექს-პრეზიდენტი სააკაშვილი მორიგ ტრაგიკომიკურ ილუზიებშია. თურმე ჩვენი ტერიტორიების რუსი ოკუპანტებისთვის ჩამბარებელს, ახლა ზელენსკისთან ერთად მდინარე ფსოუზე მოუნდა საქართველო-უკრაინის საზღვრის გავლება - წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი გია აბაშიძე.
აბაშიძე „კრიმინალ ექს-პრეზიდენტს“ ურჩევს, ანეკდოტური წერილების წერას, ჯობია კლინიკის ლუქს პალატაში დაკავდეს "სამიტებისა" და "მთავრობის სხდომების" გამართვით.
„ჯაბანი ექს-პრეზიდენტი სააკაშვილი მორიგ ტრაგიკომიკურ ილუზიებშია. თურმე ჩვენი ტერიტორიების რუსი ოკუპანტებისთვის ჩამბარებელს, ახლა ზელენსკისთან ერთად მდინარე ფსოუზე მოუნდა საქართველო-უკრაინის საზღვრის გავლება.
ახლა აღარ "კვდება" და აღარ "ხმება" ეს ბოროტი ქოსატყუილა?
კრიმინალო ექს-პრეზიდენტო, ანეკდოტური წერილების წერას, ჯობია კლინიკის ლუქს პალატაში დაკავდე "სამიტებისა" და "მთავრობის სხდომების" გამართვით. აგყვებიან მნახველი ნაცსექტანტები“ - წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |