242
26 მაისი 2023, 12:50
ქალბატონო პრეზიდენტო, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებაა და არა სატელევიზიო პოლიტიკური თოქ-შოუ! - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე წარმოთქმულ სიტყვას.
აბაშიძის თქმით, პრეზიდენტის გზავნილები არაადეკვატური იყო და არა საზეიმო ღონისძიებისთვის, არამედ პოლიტიკური თოქ-შოუსთვის იყო შესაბამისი.
“ქალბატონო პრეზიდენტო, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებაა და არა სატელევიზიო პოლიტიკური თოქ-შოუ!
თქვენი მარგინალური ნაცგზავნილები სხვა ფორმატში გაავრცელეთ! კიდევ ერთი არაადეკვატურობა ბოღმებისა და კომპლექსების ვრცელი ბუკეტიდან.
სირცხვილი!” - წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |