საინტერესოა, რა გზავნილი გაატანა სააკაშვილმა მეუფე ნიკოლოზს რუსეთში?
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
279 25 მაისი 2023, 17:23

ანალიტიკოსი გია აბაშიძე საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძის განცხადებას ეხმიანება იმის შესახებ, რომ მეუფე ნიკოლოზის ჩასვლა მოსკოვში პატრიარქ კირილესთვის ანგელოზის დღის მისალოცად არის კერძო ვიზიტი და ის არ იყო შეთანხმებული საპატრიარქოსთან.

ანალიტიკოსის თქმით, საინტერესოა, რა გზავნილი გაატანა სააკაშვილმა მეუფე ნიკოლოზს რუსეთში.
მისივე თქმით, არ ისმის ეგზალტირებული ფსევდოების პროტესტი მოსკოვში მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილის ვიზიტის გამო.

„რაღაც არ ისმის ეგზალტირებული ფსევდოების პროტესტი მოსკოვში მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილის ვიზიტის გამო. ეტყობა, ყალბი მედასავლეთეებისთვის
მიხეილ სააკაშვილის სულიერი მოძღვრობა ერთგვარი ინდულგენციაა რიგი ქვეყნების მიერ სანქცირებულ პატრიარქ კირილესთან შესახვედრად.
საინტერესოა, რა გზავნილი გაატანა სააკაშვილმა მეუფე ნიკოლოზს რუსეთში?..
მეუფე ნიკოლოზის ჩასვლა მოსკოვში პატრიარქ კირილესთვის ანგელოზის დღის მისალოცად არის კერძო ვიზიტი და ის არ იყო შეთანხმებული საპატრიარქოსთან, - განაცხადა მამა ანდრია ჯაღმაიძემ სააკაშვილის მოძღვრის მოსკოვში ვიზიტზე.“- წერს აბაშიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პრეზიდენტი ზურაბიშვილი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია
გიორგი გამსახურდია ოპოზიციას: ისე კარგია, თქვენ სიმბოლოდ შავი ლაქა რომ აირჩიეთ. ქართველი ხალხის ცნობიერებაში და საქართველოს ისტორიაში, შავ ლაქად ხართ დარჩენილები
თამარ ჩიბურდანიძე: რა წამოსცდა მიხეილ სააკაშვილს და რას გულისხმობდა ის სიტყვა „საფრთხეში“, როდესაც აფხაზეთის მიმართ დასავლეთის სიმპათიებზე საუბრობდა? რა სახიფათო თამაშს თამაშობს აგენტურა ახლა უკვე აფხაზეთით?
მამუკა მდინარაძე - ყველაფერი რუსული „ეზიზღებათ“ და ხოშტარიას წარმოადგენენ, მევახშეებს „ებრძვიან“ და ხაზარაძეს წარმოადგენენ, ადამიანებს მოღალატეობაში სდებენ ბრალს და გახარიას პარტიას წარმოადგენენ
მიხეილ სააკაშვილი - ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა!
არქივი