211
24 მაისი 2023, 23:02
როგორც აბაშიძე აღნიშნავს, რეალობა ისაა, რომ ყოველწლიურად დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა ხდება სხვადასხვა თემების მიხედვით. 2022-ში - ევროპისკენ, 2017-ში - შოთა რუსთაველი, წლევანდელია - თავისუფლება.
„2011 წლის 26 მაისს, ორ გვამზე და სისხლით მორწყულ რუსთაველზე მოზეიმე ნაცრეჟიმის უზნეო აპოლოგეტები აკრიახდნენ, რომ თურმე წლევანდელი დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა ევროკავშირის დროშების გარეშე ხდება.
მორიგ მავნებლურ სიცრუეს ატირაჟირებენ მეტწილად გაუნათლებელნი და მათ ნიშაში სამარცხვინოდ ჩავარდნილი განათლებულნი.
რეალობა კი ისაა, რომ ყოველწლიურად ჩვენს ქვეყანაში დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა ხდება სხვადასხვა თემების მიხედვით. 2022-ში - ევროპისკენ, 2017-ში - შოთა რუსთაველი, წლევანდელია - თავისუფლება.
თუმცა, არაა გასაკვირი იმ ბოროტი მარგინალების მხრიდან, რომლებიც დედაქალაქის მთავარ საახალწლო სლოგანებს - „მშვიდობით სავსე ქალაქსა“ და „სიცოცხლით სავსე ქალაქს“ დუჟმორეულნი აპროტესტებდნენ.
ნაცსექტანტებო, გააგრძელეთ მორიგი უაზრო ისტერია, სხვა არაფერია გაქვთ არც პერსპექტივაში და არც მომავალში!“ - წერს გია აბაშიძე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |