ზურაბ ქადაგიძე რომან გოცირიძის განცხადებაზე-ამორალური ჩარჩოებიდან ამოვარდნილი განცხადების უკან არაფერი დგას, გარდა სრული სიცრუისა და ადამიანობის ელემენტარული პრინციპების უგულებელყოფა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
308 24 მაისი 2023, 13:53
„ამჯერადაც ისეთივე აცდენილი ხართ პროცესებს, როგორც ვირი და პედ-საბჭო... დამაინტერესა საკითხმა, იქნებ ბატონი რომანი მართალი აღმოჩნდა-მეთქი და ჰოი საოცრებავ, აქაც თითლიბაზობს- მინისტრ დავითაშვილს კოვიდი დაუდასტურდა და შესაბამისად 5 დღე ვალდებულება ჰქონდა იზოლაციაში ყოფილიყო, თუმცა ბატონ გოცირიძეს ამაშიც ეჭვი შეაქვს და ვიწროპარტიული ინტერესებით უნდა ისპეკულიროს.“- ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს.

ქადაგიძე ოპოზიციონერი დეპუტატის, რომან გოცირიძეს განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ხვა რომ არაფერი დარჩენია ხელმოცარულ რომანას, პრიმიტიული ნარატივებით ცდილობს ჭიქაში ქარიშხლის ატეხვას.

მისივე თქმით, რომან გოცირიძე მოქმედებს ვიწროპარტიული ინტერესებით და ნებისმიერი თემით ცდილობს მანიპულაციასა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.
„ქაღალდი კი არ უნდა შეისწავლოთ ბატონო რომან, საკუთარი ხელმოცარულობა გაითავისოთ და გაეშვით იმ სფეროს, როგორიც პოლიტიკაა...
იმიტომ, რომ ამჯერადაც ისეთივე აცდენილი ხართ პროცესებს, როგორც ვირი და პედ-საბჭო... დამაინტერესა საკითხმა, იქნებ ბატონი რომანი მართალი აღმოჩნდა-მეთქი და ჰოი საოცრებავ, აქაც თითლიბაზობს- მინისტრ დავითაშვილს კოვიდი დაუდასტურდა და შესაბამისად 5 დღე ვალდებულება ჰქონდა იზოლაციაში ყოფილიყო, თუმცა ბატონ გოცირიძეს ამაშიც ეჭვი შეაქვს და ვიწროპარტიული ინტერესებით უნდა ისპეკულიროს. ბატონმა რომანმა, წესით, ისიც უნდა იცოდეს, რომ ჯანდაცვის პროტოკოლით, ახალი კორონავირუსის (SARS-COV-2) იზოლაციის ვადა, დადასტურებიდან მაქსიმუმ 5 დღეა. შესაბამისად, ეროვნული ბანკის ყოფილ ხელმძღვანელს მარტივი მათემატიკა თუ უკვე უჭირს, მივეხმარებით და ავუხსნით, რომ 17 მაისიდან (ამ დღის ჩათვლით) 5 დღე არის 21 მაისი.
რომან გოცირიძე მოქმედებს რა ვიწროპარტიული ინტერესებით, ნებისმიერი თემით ცდილობს მანიპულაციასა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. ის ამჯერადაც არ ჩამორჩა თავის სტილს და ეჭვი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაში შეიტანა. ამორალური ჩარჩოებიდან ამოვარდნილი განცხადების უკან არაფერი დგას, გარდა სრული სიცრუისა და ადამიანობის ელემენტარული პრინციპების უგულებელყოფა.
ისე, ზოგადად, არც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და არც მთავრობის რომელიმე წევრს არასოდეს უკან არ დაუხევია ანაკლიის პორტის თემაზე სასაუბროდ.
გოცირიძეს რატომღაც ავიწყდება, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, მათ შორის, პირადად ლევან დავითაშვილმა საჯარო სივრცეში არაერთი განცხადება გააკეთა ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, საზოგადოებისთვის დეტალურად არის ცნობილი ყველა გეგმა და მიმდინარე პროცესი, რაც ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტს უკავშირდება. თუ ოპოზიციას ჰგონია, რომ ლევან დავითაშვილს რომან გოცირიძესთან გამოჩენის ეშინია, მაშინ თავად სჭირდებათ ფორმა 100 და ჯანმრთელობის ცნობაც.
ახლა, სხვა რომ არაფერი დარჩენია ხელმოცარულ რომანას, პრიმიტიული ნარატივებით ცდილობს ჭიქაში ქარიშხლის ატეხვას, თუმცა თქვენს ჯინაზე ანაკლიის პორტიც გვექნება, ხალხსაც დავასაქმებთ და ეკონომიკურად ძლიერ ქვეყანასაც ავაშენებთ.“- წერს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პრეზიდენტი ზურაბიშვილი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია
გიორგი გამსახურდია ოპოზიციას: ისე კარგია, თქვენ სიმბოლოდ შავი ლაქა რომ აირჩიეთ. ქართველი ხალხის ცნობიერებაში და საქართველოს ისტორიაში, შავ ლაქად ხართ დარჩენილები
თამარ ჩიბურდანიძე: რა წამოსცდა მიხეილ სააკაშვილს და რას გულისხმობდა ის სიტყვა „საფრთხეში“, როდესაც აფხაზეთის მიმართ დასავლეთის სიმპათიებზე საუბრობდა? რა სახიფათო თამაშს თამაშობს აგენტურა ახლა უკვე აფხაზეთით?
მამუკა მდინარაძე - ყველაფერი რუსული „ეზიზღებათ“ და ხოშტარიას წარმოადგენენ, მევახშეებს „ებრძვიან“ და ხაზარაძეს წარმოადგენენ, ადამიანებს მოღალატეობაში სდებენ ბრალს და გახარიას პარტიას წარმოადგენენ
მიხეილ სააკაშვილი - ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა!
არქივი