218
22 მაისი 2023, 19:17
„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში ეხმიანება მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკას, სადაც საქართველოში 2022 წლის უმუშევრობის სტატისტიკა 2012 წლის ანალოგიურ მონაცემებთან არის შედარებული.
ქადაგიძის თქმით, ეს მონაცემები ქვეყნის სწორი სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის მონაპოვარია.
„მსოფლიო ბანკმა მონაცემები გამოაქვეყნა, სადაც საქართველოში 2022 წლის უმუშევრობის დონის სტატისტიკაა შედარებული 2012 წელთან. 10 წელიწადში უმუშევართა რიცხვი 324 000-დან 175 000-მდე ჩამოვიდა, რაც 21-ე საუკუნეში რეკორდული რიცხვია. ეს არის სწორი სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის მონაპოვარი, რაც აუცილებლად შეუქცევადი დინამიკით უნდა გაგრძელდეს. ამისათვის კი სასიცოცხლოდ აუცილებელია მშვიდობა, სტაბილური პოლიტიკური პროცესები საქართველოსა და რეგიონში. ეს ფაქტი კიდევ ერთი აღიარებაა საქართველოსი, როგორც ძლიერ განვითარებადი ქვეყნისა რეგიონში და დიდი პოტენციალის მქონე სახელმწიფოსი“, - წერს ზურაბ ქადაგიძე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |