ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში თამარ ჩერგოლეიშვილის facebook - სტატუს ეხმიანება, რომელიც პრემიერ - მინისტრის ვაჟის ნიკოლოზ ღარიბაშვილის პენსილვანიის უნივერსიტეტში წარმატებით ჩაბარებას უარყოფითად ეხმიანება.
როგორც აბაშიძე აღნიშნავს, ნაცკონგლომერატი უდიდესი ანტიდასავლური ძალაა საქართველოში, ხოლო მათი დაკვეთით, ცალკეული უცხოელი აქტორები ამბობენ იმას, რაც კრემლის ინტერესებშია.
„ნაცკონგლომერატი უდიდესი ანტიდასავლური ძალაა საქართველოში, ხოლო მათი დაკვეთით, ცალკეული უცხოელი აქტორები ამბობენ იმას, რაც კრემლის ინტერესებშია.
ბოკერია-ჩერგოლეიშვილის სამზარეულოს ტიპის კლუბი თვითკმაყოფილებაშია იმით, რომ თვით ილუზიაში ვითომ, პროგრესულობითა და ვითომ, შემწყნარებლობით. რეალურად კი მსგავსი სუბიექტები ნეოფაშისტები არიან ფსევდოლიბერალიზმის დაძონძილი სამოსით.
პოლიტიკურად დაპირისპირებულთა ოჯახებსა და შვილებს რომ შეეხები, იქ ნეოფაშისტი კი არა და დაუშრობელი ჭაობის შეუქცევადი ბინადარი ხარ!“, - წერს აბაშიძე facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |