სოზარ სუბარი: გაუგებარია ეს აჟიოტაჟი და მკვეთრი განცხადებები კელი დეგნანის მხრიდან, თუ მართლა უნდა, რომ საქართველოს მოქალაქეებს შეექმნათ პირობები, გაგვიწიოს ლობირება, რომ საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ უვიზო მიმოსვლა აშშ-თან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
227 19 მაისი 2023, 16:48
„თუ საუბარია რუსეთთან ვაჭრობაზე და ამით ეკონომიკის გაძლიერებაზე ევროკავშირის სავაჭრო მოცულობა რუსეთთან მკვეთრად გაიზარდა, ეს ეხება ძალიან სტრატეგიულ და რუსეთისთვის მნიშვნელოვანი სფეროებს“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

მისი თქმით, გაუგებარია აჟიოტაჟი, რაც პირდაპირი ფრენების აღდგენას მოჰყვა.

„ეს კარგია ქართული ეკონომიკისთვის. მართლა გაუგებარია აჟიოტაჟი, რაც მოყვა. უვიზო მიმოსვლა როდესაც გვაქვს და ჩვეულებრივად შეიძლება, გადმოადგილება მანქანით, რატომ არ შეიძლება, თვითმფრინავით ჩამოვიდეს ადამიანი. ძალიან გაუგებარია ეს აჟიოტაჟი და მკვეთრი განცხადებები კელი დეგნანის მხრიდან, თუ მართლა უნდა, რომ საქართველოს მოქალაქეებს შეექმნათ პირობები, გაგვიწიოს ლობირება, რომ საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ უვიზო მიმოსვლა აშშ-თან. ნუ გადადგამენ ისეთ ნაბიჯებს, როდესაც ბავშვთა ანსამბლებს მიწვევა აქვთ, დაგეგმილ აქვთ კონცერტი, ვიზებს არ ურტყამენ. არ მგონია, ამას მეგობრულ ნაბიჯად აღიქვამდეს საქართველოს მოსახლეობა.

რაც შეეხება ევროკავშირის მოწოდებებს, ჩვენ გამოცხადებული გვაქვს, რომ სანქციების მხოლოდ იმ ნაწილს ვუერთდებით, რომელიც საყოველთაოა და ამ შემთხვევაში, ფრენებს არანაირად არ ეხება. თუ საუბარია რუსეთთან ვაჭრობაზე და ამით ეკონომიკის გაძლიერებაზე ევროკავშირის სავაჭრო მოცულობა რუსეთთან მკვეთრად გაიზარდა, ეს ეხება ძალიან სტრატეგიულ და რუსეთისთვის მნიშვნელოვან სფეროებს. საქართველოსთან ფრენების აღდგენა რუსეთს ამ ხრიდან რაიმე დადებითს არ მისცემს. ასე რომ, ესეც ტყუილი აჟიოტაჟია. მესამე, ის ადამიანები, რომლებიც ხელისუფლებას აკრიტიკებენ, რატომ მისცა ფრენები დაშვების უფლება, არაფერს ამბობენ, როცა ჩვეულებრივად დაფრინავენ თურქეთში, ისრაელში, აზერბაიჯანში, ცენტრალური აზიის ქვეყნებში და რატომღაც მაინც და მაინც საქართველოზე უნდათ, განსაკუთრებული წესები შემოიღონ. არანაირი წესს არ შემოვიღებთ ისეთს, რომელიც დააზარალებს საქართველოს მოქალაქეებს და საქართველოს ინტერესებს“, - განაცხადა სუბარმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პრეზიდენტი ზურაბიშვილი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია
გიორგი გამსახურდია ოპოზიციას: ისე კარგია, თქვენ სიმბოლოდ შავი ლაქა რომ აირჩიეთ. ქართველი ხალხის ცნობიერებაში და საქართველოს ისტორიაში, შავ ლაქად ხართ დარჩენილები
თამარ ჩიბურდანიძე: რა წამოსცდა მიხეილ სააკაშვილს და რას გულისხმობდა ის სიტყვა „საფრთხეში“, როდესაც აფხაზეთის მიმართ დასავლეთის სიმპათიებზე საუბრობდა? რა სახიფათო თამაშს თამაშობს აგენტურა ახლა უკვე აფხაზეთით?
მამუკა მდინარაძე - ყველაფერი რუსული „ეზიზღებათ“ და ხოშტარიას წარმოადგენენ, მევახშეებს „ებრძვიან“ და ხაზარაძეს წარმოადგენენ, ადამიანებს მოღალატეობაში სდებენ ბრალს და გახარიას პარტიას წარმოადგენენ
მიხეილ სააკაშვილი - ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა!
არქივი