პოზიტიური მშვიდობის მსოფლიო რეიტინგში საქართველო ყველა მეზობელ ქვეყანას უსწრებს. კარგად ჩანს, რომ მშვიდობას ალტერნატივა არა აქვს და მისი მიღწევის გზები პირდაპირ გადის ყველა იმ ფუნდამენტურ საკითხზე, რაზეც საქართველოს მთავრობა  წარმატებით მუშაობს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
265 18 მაისი 2023, 15:30
„2023 წლის პოზიტიური მშვიდობის ინდექსის მსოფლიო რეიტინგში საქართველომ პოზიცია 14 ერთეულით გაიუმჯობესა, 53 ადგილზე გავიდა და პოზიტიური მშვიდობის მაღალი დონის სტატუსი დაიმკვიდრა.  ამასთან, პოზიტიური მშვიდობის გრძელვადიანი და ათწლოვანი გაუმჯობესებით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულში დასახელდა.“- ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს. 

ცუცქირიძის განმარტებით, გლობალური მშვიდობის ინდექსისაგან განსხვავებით, პოზიტიური მშვიდობის ინდექსი განიხილავს არა  ომისა და ძალადობის ნეგატიურ ასპექტებს, არამედ ეძღვნება პოზიტიურ მახასიათებლებს.

მისივე თქმით,  ამ კვლევითაც კარგად ჩანს, რომ მშვიდობას ალტერნატივა არა აქვს, და მისი მიღწევის გზები პირდაპირ გადის გლობალური შოკების პრევენციაზე, ადამიანურ კაპიტალზე, ჯანსაღ ბიზნეს გარემოზე და ინფორმაციის თავისუფლებზე,  ანუ ყველა იმ ფუნდამენტურ საკითხზე, რაზეც საქართველოს მთავრობას მუდმივად აკრიტიკებს ოპოზიცია თუ ცალკეული უცხოური პოლიტიკური წრეები, ხოლო ალტერნატივას ვერ ვერაფერს სთავაზობენ.



„დღევანდელ გლობალური გამოწვევების ეპოქაში, სულ უფრო იზრდება ქვეყნების მშვიდობიანი განვითარების პარადიგმა ანუ თუ როგორია პოზიტიური მშვიდობის ხანგრძლივი პროგრესი, რაც  მოიცავს არა  უშუალოდ ომისა და ძალადობის ნეგატიურ ასპექტებს, არამედ ეძღვნება ისეთ პოზიტიურ მახასიათებლებს, როგორებიცაა-ქვეყნის საშინაო და საგარეო კეთილსინდისიერი პოლიტიკის, რეფორმების, ურთიერთობების, ინსტიტუციების პოზიტიური საქმიანობების შეფასება.
2023 წლის პოზიტიური მშვიდობის ინდექსის მსოფლიო რეიტინგში საქართველომ პოზიცია 14 ერთეულით გაიუმჯობესა, 53 ადგილზე გავიდა და პოზიტიური მშვიდობის მაღალი დონის სტატუსი დაიმკვიდრა.  ამასთან, პოზიტიური მშვიდობის გრძელვადიანი და ათწლოვანი გაუმჯობესებით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულში დასახელდა.
ნიშანდობლივია, რომ პოზიტიური მშვიდობის ინდექსს, ისევე როგორც გლობალური მშვიდობის ინდექსს აწარმოებს მსოფლიოს მოწინავე საერთაშორისო შემფასებელი ორგანიზაცია და ანალიტიკური ცენტრი ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტი (IEP). თუმცა გლობალური მშვიდობის ინდექსისაგან განსხვავებით, პოზიტიური მშვიდობის ინდექსი განიხილავს არა  ომისა და ძალადობის ნეგატიურ ასპექტებს, არამედ ეძღვნება პოზიტიურ მახასიათებლებს. კერძოდ, პოზიტიური მშვიდობის  კვლევა ეფუძნება რვა ისეთ მნიშვნელოვან საყრდენს, როგორიცაა:  კარგად ფუნქციონირებადი მთავრობა, ჯანსაღი ბიზნეს გარემო, კორუფციის დაბალი დონე, ინფორმაციის თავისუფლება, ადამიანის უფლებები და ტოლერანტობა, თუ კარგი ურთიერთობები მეზობელ ქვეყნებთან.
ნიშანდობლივია, რომ მაღალი პოზიტიური მშვიდობის ქვეყნები უფრო მეტად ინარჩუნებენ სტაბილურობას, ადაპტირდებიან და ჯანსაღად უმკლავდებიან შოკებს.
პოზიტიური მშვიდობის მსოფლიო რეიტინგში საქართველო რეგიონის ყველა მეზობელ ქვეყანას უსწრებს, პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის კი მეოთხეა ბალტიისპირეთის ქვეყნების შემდეგ. ამ კვლევითაც კარგად ჩანს, რომ მშვიდობას ალტერნატივა არა აქვს, და მისი მიღწევის გზები პირდაპირ გადის გლობალური შოკების პრევენციაზე, ადამიანურ კაპიტალზე, ჯანსაღ ბიზნეს გარემოზე და ინფორმაციის თავისუფლებზე,  ანუ ყველა იმ ფუნდამენტურ საკითხზე, რაზეც საქართველოს მთავრობას მუდმივად აკრიტიკებს ოპოზიცია თუ ცალკეული უცხოური პოლიტიკური წრეები, ხოლო ალტერნატივას ვერ ვერაფერს სთავაზობენ... 
რადგან კვლევის საკვანძო მიგნებების თანახმად: მაღალი პოზიტიური მშვიდობა იწვევს ბევრ სხვა პოზიტიურ შედეგს, როგორიცაა ეკონომიკური სიძლიერე, გამძლეობა და კეთილდღეობა. ამასთან, პოზიტიური მშვიდობა ქმნის ოპტიმალურ გარემოს ადამიანის პოტენციალის აღორძინებისათვის,“ - წერს გიორგი ცუცქირიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პრეზიდენტი ზურაბიშვილი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია
გიორგი გამსახურდია ოპოზიციას: ისე კარგია, თქვენ სიმბოლოდ შავი ლაქა რომ აირჩიეთ. ქართველი ხალხის ცნობიერებაში და საქართველოს ისტორიაში, შავ ლაქად ხართ დარჩენილები
თამარ ჩიბურდანიძე: რა წამოსცდა მიხეილ სააკაშვილს და რას გულისხმობდა ის სიტყვა „საფრთხეში“, როდესაც აფხაზეთის მიმართ დასავლეთის სიმპათიებზე საუბრობდა? რა სახიფათო თამაშს თამაშობს აგენტურა ახლა უკვე აფხაზეთით?
მამუკა მდინარაძე - ყველაფერი რუსული „ეზიზღებათ“ და ხოშტარიას წარმოადგენენ, მევახშეებს „ებრძვიან“ და ხაზარაძეს წარმოადგენენ, ადამიანებს მოღალატეობაში სდებენ ბრალს და გახარიას პარტიას წარმოადგენენ
მიხეილ სააკაშვილი - ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა!
არქივი