212
17 მაისი 2023, 14:14
ოპოზიციის რადიკალური ნაწილი საბოტაჟს უკეთებს ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებას - ამის თაობაზე სოციალურ ქსელში უმრავლესობის წევრი ნინო წილოსანი წერს და პარლამენტში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.
"ოპოზიციის რადიკალური ნაწილი საბოტაჟს უკეთებს ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებას
ყველა დაინტერესებულმა პირმა კარგად უნდა დაინახოს ვინ ექცევა უპატივცემულოდ საკუთარ მანდატს, არაფრად აგდებს ევროკავშირის რეკომენდაციებს და სხვა დეპუტატების ხმის უფლებას
დავით უსუფაშვილი, რომელმაც კენჭისყრის დაწყებამდე თითქოს კონსესუსი შემოგვთავაზა, როგორც კი დაინახა, რომ კონსესუსით აირჩეოდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, დატოვა დარბაზი სხვა რადიკალ ოპოზიციონერებთან ერთად
დღეს სწორედ იმ დეპუტატებმა დატოვეს დარბაზი კენჭისყრის ჩასაშლელად, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ხელს რომ უშლიან ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და ევროპულ გზას"-წერს ნინო წილოსანი.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |