264
16 მაისი 2023, 20:47
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.
როგორც სააკაშვილი წერს, გასულ კვირას მას სისხლის ყველაზე ცუდი ანალიზები ჰქონდა, მას შემდეგ, რაც „ვივამედში“ გადმოიყვანეს.
„წინა კვირას, სისხლის ყველაზე ცუდი ანალიზები მქონდა, მას შემდეგ, რაც „ვივამედში“ გადმოვედი. დღეს, მკურნალი ექიმები ერთხმად, ძალიან შეშფოთებული მიყვებოდნენ ამას.
წინა კვირასვე, კლინიკის ხელმძღვანელობამ სტრასბურგში გააგზავნა ცნობა, რომ ყველა სასიცოცხლო მაჩვენებელი ნორმაშია. ჩვენ ალტერნატიული ანალიზების გაკეთების შესაძლებლობა, რა თქმა უნდა, არ გვქონია.
არაუშავს, რუსეთის ჩამოშლასთან ერთად, ეს სიცრუის მანქანაც, რომლის მსხვერპლიც მე ვარ, აუცილებლად, ბოლომდე ჩამოიშლება.
შევეცდები, იმ დღემდე როგორმე ვიცოცხლო“, – წერს სააკაშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |