263
11 მაისი 2023, 16:01
ანალიტიკოსის თქმით, ყველა კითხვას გაეცა პასუხი.
„დღეს "ოცნების" ბრიფინგზე მგონი გაეცა პასუხი ყველა კითხვას უვიზო რეჟიმთან, პირდაპირ ავიამიმოსვლასთან და ევროპის სოციალისტურ პარტიაში დარჩენა/არდარჩენასთან დაკავშირებულ საკითხებს. მართლაც და, რა გესაქმება იმათთან, ვინც გიბრძანებს იქ არ წახვიდე, ეს არ თქვა და იმას ხელი არ ჩამოართვა.
რას გააპროტესტებს აწი ოპოზიცია? დაწერონ ერთობლივი უსტარი პუტინის სახელზე (ეხერხებათ დაფაზე ხელმოწერები - ნიკა გვარამიამ ასწავლათ!) ან წავიდნენ რუსეთის საელჩოს სექციასთან ან ლარსის გამშვებ პუნქტზე (კარგი ამინდია არ შესცივდებათ) და გააპროტესტონ იქ. დაწვეს ტრასაზე ხოშტარია ან შეახტეს რუსულ მანქანებს და არ შემოუშვას (ესეც ეხერხება!).
მოკლედ, საქმე მიეცათ და რომ იტყვიან Go Ahead ან Поехали!“- წერს ზაალ ანჯაფარიძე
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |