ნანა კაკაბაძე: „უფლებადამცველების“ უმრავლესობას საერთოდ არ აღელვებს სექსუალური უმცირესობების უფლებები და ამ ყველაფერს მხოლოდ პოლიტიკური ბრძოლის იარაღად იყენებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
269 11 მაისი 2023, 10:51

„უფლებადამცველების“ უმრავლესობას საერთოდ არ აღელვებს სექსუალური უმცირესობების უფლებები და ამ ყველაფერს მხოლოდ პოლიტიკური ბრძოლის იარაღად იყენებს.,- ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე, ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს.

„იძულება
მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში საერთაშორისო პოლიტიკაში გაჩნდა ახალი ტერმინი - „იძულება მშვიდობისთვის“. ეს ტერმინი გულისხმობდა გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ წევრი სახელმწიფოებისთვის უფლების მინიჭებას იმაზე, რომ მას გამოეყენებინა ყველა საჭირო საშუალება ან მიეღო მშვიდობის დარღვევის საშიშროების წინააღმდეგ სერიოზული ზომები, ძალის გამოყენების ჩათვლით, რათა გადაწყვეტილი ყოფილიყო შეიარაღებული კონფლიქტი.
თუმცა, შემდგომში მსოფლიოს წამყვანმა ქვეყნებმა ეს ტერმინი გამოიყენეს საკუთარი პოლიტიკური ინტერესების გასატარებლად ისე, რომ გაეროსგან თანხმობის მიღება არც უცდიათ. ძირითადად ამას აკეთებდა აშშ და ნატო ერაყში, სომალიში, რუანდაში, ჰაიტში, ბოსნია-ჰერცეგოვინაში და ალბანეთში.
2008 წელს რუსეთიც ამ ტერმინს იყენებდა და ცდილობდა საქართველოზე თავდასხმა და მისი ნაწილის ოკუპაცია მსოფლიოსთვის ისე წარმოეჩინა, თითქოს ეს იყო საქართველოს „იძულება მშვიდობისთვის“.
დღეს უკვე ისე მიდის საქმე, რომ დიდი ქვეყნების მიერ წარმოებული პოლიტიკა სხვა ქვეყნების მიმართ შეიძლება დავახასიათოთ, როგორც „იძულება დემოკრატიისთვის“. საქმე ისაა, რომ დღევანდელი „ლიბერალების“ გაგებით ანტიდემოკრატად ითვლება ყველა, ვინც ცდილობს დაიცვას ტრადიციული ღირებულებები, სხვადასხვა რელიგიური მოძღვრებები და წეს-ჩვეულებები, ოჯახური თუ სექსუალური ცხოვრების ტრადიციები და ა. შ.
აქედან გამომდინარე, რადგანაც მათ ცხოვრების მიზნად „ბნელი“ და „ჩამორჩენილი“ მსოფლიო საზოგადოების გათანამედროვება დაუსახავთ, ამიტომ თავის თავს ანიჭებენ უფლებას, რომ ყველა ქვეყანაში მიაღწიონ „იძულებას დემოკრატიისთვის“, რაც ძალიან გვაგონებს 100 წლის წინანდელ ბოლშევიკების მიერ დაჟინებით დანერგილ და საკუთარი ცხოვრების არსად გადაქცეულ „მსოფლიო რევოლუციის“ მოწყობის თეორიას.
„ლიბერალების“ მთავარ საჯილდაო ქვად დღეს გადაქცეულია ლგბტ თემის უფლებების დაცვა. მოდის 17 მაისი და მორიგი პროვოკაციებისთვის ემზადებიან მათი „უფლებადამცველები“. ისინი არც უარყოფენ, რომ უნდა აიძულონ ჩვენი ერი, რათა მათ ბუნებრივად მიიღონ არაბუნებრივი სექსუალური ურთიერთობები, ერი, რომლის 87%-თვის პრიორიტეტულია ქრისტიანული ღირებულებებისადმი ერთგულება. სინამდვილეში ასეთი „უფლებადამცველების“ უმრავლესობას საერთოდ არ აღელვებთ სექსუალური უმცირესობების უფლებები და ამ ყველაფერს მხოლოდ პოლიტიკური ბრძოლის იარაღად იყენებენ.
საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობაში არსებობს როგორც ძალადობის, ასევე იძულების მუხლები. ამ მუხლების მიხედვით, ძალადობა გულისხმობს ერთი სუბიექტის მიერ მეორისადმი ისეთ ზეწოლას, რომელიც ფიზიკურ ტკივილს იწვევს. მიუხედავად იმისა, რომ ზოგ შემთხვევაში „ლიბერალების“ ზეწოლები შეიძლება ფიზიკურ ტკივილებსაც იწვევდეს, მაინც მოვერიდები მათი ქმედებების ამ მუხლით დაკვალიფიცირებას. აი, „იძულების“ მუხლი კი პირდაპირ ესადაგება ქართველი და უცხოელი „ლიბერალების“ მოქმედების სტრატეგიას და ტაქტიკას.
თავად განსაჯეთ:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლი:
„1. ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფიზიკური ან ფსიქიკური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება, – ისჯება ..........................
2. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ან ორსული ქალის მიმართ;
ბ) ჯგუფურად;
გ) არაერთგზის, – ისჯება ..........................“
ჩვენ აქ შეგნებულად არ მოგვყავს ის სანქცია, რომლითაც ისჯება აღნიშნული ქმედება, მთავარია, რომ „ლიბერალების“ მხრიდან ნამდვილად არის მცდელობა მთელი ერის მიმართ დასჯადი ქმედებისა, ანუ მცდელობას, რომ მოახდინონ მათი „ფიზიკური ან ფსიქიკური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება“, და ამას ისინი ახორციელებენ „დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის, უმწეო მდგომარეობაში მყოფების... მიმართ ჯგუფურად და არაერთგზის“.
სწორედ პროპაგანდის გზით ცხოვრების გაუკუღმართებული წესის მიღების იძულებაა „ლიბერალების“ მხრიდან დანაშაული, სწორედ არანორმალურის ნორმად შემოჩეჩებაა მიუღებელი, თორემ ვისაც როგორ უნდა, ისეთი სექსუალური ცხოვრებით უნდა იცხოვროს, არავის აქვს უფლება სხვის საძინებელში შეიჭყიტოს, ეს პირადი ცხოვრების შემცველი ინფორმაციაა და ამ ნიშნით ვინმეს შევიწროვება დანაშაულია. აქ საუბარია არანორმალურის ნორმალურად წარმოჩენის პროპაგანდის მიუღებლობაზე, ხოლო ასეთი პროპაგანდის აკრძალვა ისეთივე ჩვეულებრივი ამბავია, როგორც სიგარეტის ან ნარკოტიკის რეკლამირების მიუღებლობა. მით უმეტეს, რომ გეი აღლუმების ჩატარებას აუცილებლად მოსდევს ერთნაირსქესიანთა ქორწინების ნორმად ქცევის მოთხოვნა, მათ მიერ შვილების გაზრდის უფლების მოთხოვნა და ბავშვობიდან ტრანსგენდერული გადახრების წახალისება და ნორმად ქცევა.
აქედან გამომდინარე, ჩვენ, ანუ ნამდვილი უფლებადამცველები, რომლებიც გამოვდივართ გეი პროპაგანდის წინააღმდეგ, გაცილებით უფრო მეტად ვიცავთ ლგბტ თემის წარმომადგენელთა უფლებებს, ვიდრე ისინი, ვინც მათ უბიძგებენ სხვადასხვა დემონსტრაციების მოწყობისკენ და იწვევენ მათ მიმართ ხალხის აგრესიას, სამაგიეროდ იყენებენ საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისათვის. ჩვენ კი რეალურად ვიცავთ მათ სექსუალური ნიშნით ნებისმიერი შევიწროებისგან“,- წერს კაკაბაძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პრეზიდენტი ზურაბიშვილი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია
გიორგი გამსახურდია ოპოზიციას: ისე კარგია, თქვენ სიმბოლოდ შავი ლაქა რომ აირჩიეთ. ქართველი ხალხის ცნობიერებაში და საქართველოს ისტორიაში, შავ ლაქად ხართ დარჩენილები
თამარ ჩიბურდანიძე: რა წამოსცდა მიხეილ სააკაშვილს და რას გულისხმობდა ის სიტყვა „საფრთხეში“, როდესაც აფხაზეთის მიმართ დასავლეთის სიმპათიებზე საუბრობდა? რა სახიფათო თამაშს თამაშობს აგენტურა ახლა უკვე აფხაზეთით?
მამუკა მდინარაძე - ყველაფერი რუსული „ეზიზღებათ“ და ხოშტარიას წარმოადგენენ, მევახშეებს „ებრძვიან“ და ხაზარაძეს წარმოადგენენ, ადამიანებს მოღალატეობაში სდებენ ბრალს და გახარიას პარტიას წარმოადგენენ
მიხეილ სააკაშვილი - ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა!
არქივი