ვატო შაქარიშვილი: ნაცლიბერალურ ბაბლში მივიდა დირექტივა, რა უნდა თქვან ფრენების აღდგენისა და სავიზო რეჟიმის გაუქმების გადაწყვეტილებაზე მაშინ, როცა რუსეთმა ცალმხრივად გააუქმა მის მიერვე ცალმხრივად შემოღებული რეგულაციები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
289 10 მაისი 2023, 17:26

კონსერვატიული პორტალის, „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ დამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი რუსეთის მიერ საქართველოში პირდაპირი ფრენების აღდგენის გადაწყვეტილებაზე, ოპოზიციის რეაქციას აფასებს.

როგორც შაქარიშვილი სოციალურ ქსელში წერს, ხელისუფლების ოპონენტებს მიღებული აქვთ დირექტივა, რუსეთის მიერ თავისივე დაწესებული რეგულაციის მოხსნისთვის საქართველოს მთავრობის გადადგომა და სანქციების დაწესება მოითხოვონ. მისივე განმარტებით, აშშ-ს ფაქტობრივი აკრძალვა აქვს საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემასთან დაკავშირებით, მაშინ, როცა რუსეთის მოქალაქეების მოთხოვნის 70% აკმაყოფილებს.

„ნაც-ლიბერალურ ბაბლში მივიდა დირექტივა „პარკინგების მბრძანებლისგან”, რა უნდა თქვან ფრენების აღდგენისა და სავიზო რეჟიმის გაუქმების გადაწყვეტილებაზე - მაშინ, როცა რუსეთმა ცალმხრივად გააუქმა მის მიერვე ცალმხრივად შემოღებული რეგულაციები - გადადგეს საქართველოს მთავრობა და სანქციების მოხსნაზე, ვუპასუხოთ სანქციების დაწესებით… სრულ სიგიჟეში არიან!

ცნობისთვის, აშშ-ს ფაქტობრივი აკრძალვა აქვს საქართველოს მოქალაქეებზე ვიზების გაცემასთან დაკავშირებით, ნაწილი ევროპის ქვეყნებში ჩადის სავიზო პროცედურების გასავლელად და უფრო დიდი ნაწილი კი, სიცოცხლის რისკის ფასად ცდილობს ამერიკის ტერიტორიაზე შესვლას, მექსიკის საზღვრიდან… პარადოქსი კი ის არის, რომ აშშ-მა გასულ წელს რუსეთის მოქალაქეების ვიზებზე მოთხოვნათა 70% დააკმაყოფილა… ეს ისე მაინც, ინფორმაციისთვის!!!“ - წერს ვატო შაქარიშვილი Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პრეზიდენტი ზურაბიშვილი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია
გიორგი გამსახურდია ოპოზიციას: ისე კარგია, თქვენ სიმბოლოდ შავი ლაქა რომ აირჩიეთ. ქართველი ხალხის ცნობიერებაში და საქართველოს ისტორიაში, შავ ლაქად ხართ დარჩენილები
თამარ ჩიბურდანიძე: რა წამოსცდა მიხეილ სააკაშვილს და რას გულისხმობდა ის სიტყვა „საფრთხეში“, როდესაც აფხაზეთის მიმართ დასავლეთის სიმპათიებზე საუბრობდა? რა სახიფათო თამაშს თამაშობს აგენტურა ახლა უკვე აფხაზეთით?
მამუკა მდინარაძე - ყველაფერი რუსული „ეზიზღებათ“ და ხოშტარიას წარმოადგენენ, მევახშეებს „ებრძვიან“ და ხაზარაძეს წარმოადგენენ, ადამიანებს მოღალატეობაში სდებენ ბრალს და გახარიას პარტიას წარმოადგენენ
მიხეილ სააკაშვილი - ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა!
არქივი