263
08 მაისი 2023, 10:35
სამხედრო ექსპერტი ამირან სალუქვაძე უკრაინის უმაღლეს რადაში ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელის, დავით არახამიას ტელეკომპანია “მთავარ არხთან” მიცემულ ინტერვიუს ეხმიანება.
როგორც სალუქვაძე წერს, არახამიამ ყველაფერზე ისაუბრა იმ მნიშვნელოვანი თემების გარდა, რაც ე.წ ქოლცენტრების საქმეს და მისი ძმის სახელით, აღმაშენებელზე ფართის ქირავნობას ეხება.
“გუშინ არახამიამ ყველაფერზე იბოდიალა, "ქოლ-ცენტრებისა" და ომის დროს, მისი ძმის სახელით, აღმაშენებელზე 4 ათას ლარად(?) უზარმაზარი ფართის ქირავნობის გარდა.
ახლა ჭკუას გვარიგებს დღეს საქართველოს ომი არ აწყობსო. შარშან მარტიდან მოყოლებული იქაური გონჩარენკოები და აქაური ლომჯარიები ვენებს იჭრიდნენ, ცეცხლის წვიმა გვირჩევნიაო, გინდათ თუ არა ოფიციალურად სამხედრო დახმარება გაგვიწიეთო და ა.შ. ვინ იყო ამ ყველაფრის დირიჟორი? ვინ იყო მთავრობების დონეზე ურთიერთობების გაფუჭების ინიციატორი?
დღემდე კოლექტიური ხოშტარიები შავ ხვრელებს ეძებენ. არ იციან, რომ (ყველაფერს ვერ დავწერ) ჩვენი საზღვარი 100%-ით გამჭვირვალეა ჩვენი პარტნიორებისთვის?
საკმარისია. არ ღირს უფრო ვრცლად. ათასჯერაა გადაღეჭილი. არახამია არაა უკრაინა, მით უმეტეს არაა საქართველო. არავის სჭირდება მისი დამოძღვრა. დედამიწაზე 8 მლრდ ადამიანი ცხოვრობს. ეს ერთ-ერთია,”- წერს ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |