435
14 აპრილი 2023, 10:53
რაც არ უნდა ილაპარაკონ ფორმულას თანამშრომლებმა სარედაქციო დამოუკიდებლობაზე, მე ვარ ფორმულაზე დაბლოკილი იმიტომ, რომ პოლიტიკის სისტემურ სიმახინჯეს ვამხელდი და ვამხელ - და ეს ფაქტია, - ამის შესახებ „ტაბულას“ დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი, სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, სანამ ტელეკომპანია „ფორმულას“ მეპატრონის, დავით კეზერაშვილის მხილებას დაიწყებდა, მანამდე აღნიშნულ ტელევიზიაში დაბლოკილი არ იყო.
„რაც არ უნდა ილაპარაკონ ფორმულას თანამშრომლებმა სარედაქციო დამოუკიდებლობაზე, მე ვარ ფორმულაზე დაბლოკილი იმიტომ, რომ პოლიტიკის სისტემურ სიმახინჯეს ვამხელდი და ვამხელ - და ეს ფაქტია
აი ნახეთ:
მაქვს მაღალი რეიტინგი - ბევრი მიყურებს - ეს უბრალოდ ფაქტია.
რასაც ვამბობ, მერე ისე ხდება - ანუ კარგი კომენტატორი ვარ - ესეც უბრალოდ ფაქტია.
ამის მიუხედავად, დაბლოკილი ვარ.
და სანამ უშუალოდ ფორმულას პატრონის მხილებას დავიწყებდი - არ ვიყავი დაბლოკილი. ესეც უბრალოდ მშრალი ფაქტია.
ასე რომ იტლიკინეთ და იყავით.“ - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |