ლევან ნიკოლეიშვილი: ნაცებს ვერც რეგიონებში სიარულმა და ვერც რიკოთის გზის გახსნამ უშველა, ხაბეს და მის გუნდს საკუთარი ოჯახის წევრებიც კი ვერ გამოყავს მიტინგზე და ახლა პირველ-მეორეზე ითვლიან პარლამენტის წინ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
270 09 აპრილი 2023, 22:02
“ფარსი დღევანდელი აქციაა, აზვირთებული ტალღა მოდისო და რიკოთის გზა სპეციალურად ჩაგვიკეტესო. არადა, დღეს გაიხსნა ეს გზა. ნაცებს ამანაც არ უშველა და ახლა პირველ-მეორეზე ითვლიან პარლამენტის წინ”, - წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი.

 “ამბობენ ისტორია მეორდებაო...34 წლის წინ, 9 აპრილის დიდმა ტრაგედიამ, უდიდესი გამარჯვება მოუტანა ქართველ ხალხს. ფარსი კი დღევანდელი აქციაა, "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ორგანიზებული. აზვირთებული ტალღა მოდისო და რიკოთის გზა, სპეციალურად ჩაგვიკეტესო. არადა, დღეს გაიხსნა ეს გზა. ნაცებს ამანაც არ უშველა და ახლა პირველ-მეორეზე ითვლიან პარლამენტის წინ...საშემოდგომო გამოყვება აშაკარად ქურქუმალ ვაითს. ნიკა მელიას რითაც ებრძოდა და ებრიქებოდა, მასზე უარესი დაემართა. ჯერ იყო და, სათითაოდ შემოიარა რეგიონები, მაგრამ ხალხი არ არის....ხაბეს და გუნდს საკუთარი ოჯახის წევრებიც კი ვერ გამოყავს მიტინგებზე. დღევანდელ დღეს, გვირგინის მატარებელი კაცი ვერ იპოვეს და გოგოს მოატანინეს 9 აპრილის მემორიალზე...კეზერამ და ვანომ ტყუილად დადეს ფსონი ხაბეზე, ახლა მთავარია ჰუალინგის ბინა არ დააბრუნებინონ და გაკეთებული კბილები არ ამოაძრონ, თორემ ისეთი ამბები დატრიალდება ნაცების "ღიმილიანი საქართველო" მონაგონი იქნება,” - წერს ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პრეზიდენტი ზურაბიშვილი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია
გიორგი გამსახურდია ოპოზიციას: ისე კარგია, თქვენ სიმბოლოდ შავი ლაქა რომ აირჩიეთ. ქართველი ხალხის ცნობიერებაში და საქართველოს ისტორიაში, შავ ლაქად ხართ დარჩენილები
თამარ ჩიბურდანიძე: რა წამოსცდა მიხეილ სააკაშვილს და რას გულისხმობდა ის სიტყვა „საფრთხეში“, როდესაც აფხაზეთის მიმართ დასავლეთის სიმპათიებზე საუბრობდა? რა სახიფათო თამაშს თამაშობს აგენტურა ახლა უკვე აფხაზეთით?
მამუკა მდინარაძე - ყველაფერი რუსული „ეზიზღებათ“ და ხოშტარიას წარმოადგენენ, მევახშეებს „ებრძვიან“ და ხაზარაძეს წარმოადგენენ, ადამიანებს მოღალატეობაში სდებენ ბრალს და გახარიას პარტიას წარმოადგენენ
მიხეილ სააკაშვილი - ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა!
არქივი