ვლადიმერ ბოჟაძე: დღეს თუ ვინმეს არ უნდა სტატუსის მიღება, ეს ომის და ღალატის პარტია, რადიკალური ოპოზიცია, მათი განაყოფი ,,ენჯეობი“ და მედიები არიან, იმიტომ რომ გამოეცლებათ არეულობის, ქაოსისა და სისხლიანი რევოლუციის საფუძველი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
259 04 აპრილი 2023, 12:15

დღეს თუ ვინმეს არ უნდა სტატუსის მიღება, ეს მხოლოდ ომის და ღალატის პარტია, რადიკალური ოპოზიცია და მათი განაყოფი ,,ენჯეოები“ და მედიები არიან, სწორედ ისინი 24-საათიან რეჟიმში ცდილობენ ბრიუსელში, სტრასბურგში და ვაშინგტონში არ დაუშვან ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მიღება, სწორედ ამიტომ ებრძვიან ასე გაშმაგებით მშვიდობას, სტაბილურობას და განვითარებას, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში წერს.

ბოჟაძე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი დეპუტატის, დავით დარჩიაშვილის და „დროას“ წევრის, მარიკა მიქიაშვილის განცხადებებს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლების უარყოფითი დამოკიდებულებით კიდევ ერთხელ ნათელი გახდა, რომ მათთვის მთავარია, ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში არ მიიღოს. ვლადიმერ ბოჟაძის განმარტებით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ოპოზიციას გამოაცლის ხელისუფლებისთვის „რუსული ოცნების“ დაძახების, არეულობის და ქაოსის მოწყობის საფუძველს გამოაცლის.

,,ნაციონალური მოძრაობის“, ,,ევროპული საქართველოს“ და პარლამენტის ყოფილი წევრი, მაგრამ დღესაც მათი იდეოლოგი დავით დარჩიაშვილი კიდევ ერთხელ ადასტურებს რადიკალური ოპოზიციის რეალურ მიზანს: საქართველომ არ უნდა მიიღოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი ,,ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს! კიდევ უფრო შორს წავიდა რუსეთის ბიუჯეტიდან დაფინანსებული ელენე (გავრილოვნა) ხოშტარიას პარტიის ,,დროას“ ერთ-ერთი ლიდერი მარიკა მიქიაშვილი: თურმე სტატუსის მიღება ევროკავშირთან კი არ დაგვაახლოებს, არამედ პირიქით, ქვეყანაში არ არსებულ ,,ავტორიტარიზმს“ გაამყარებს, ანუ არ მოგვცეთ ეგ ისედაც სიმბოლური სტატუსიო!

რატომ? იმიტომ რომ ამით ოპოზიციას გამოეცლება საფუძველი იძახონ ,,რუსული ოცნება“, ,,რუსული მთავრობა“ და მთავარი, გამოეცლებათ არეულობის, ქაოსისა და სისხლიანი რევოლუციის საფუძველი.
დღეს თუ ვინმეს არ უნდა სტატუსის მიღება, ეს მხოლოდ ომის და ღალატის პარტია, რადიკალური ოპოზიცია და მათი განაყოფი ,,ენჯეოები“ და მედიები არიან, სწორედ ისინი 24-საათიან რეჟიმში ცდილობენ ბრიუსელში, სტრასბურგში და ვაშინგტონში არ დაუშვან ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მიღება, სწორედ ამიტომ ებრძვიან ასე გაშმაგებით მშვიდობას, სტაბილურობას და განვითარებას!

საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს, გახდება ევროკავშირის ღირსეული და სრულუფლებიანი წევრი, ამას ქართველ ხალხთან ერთად გააკეთებს ,,ქართული ოცნება“! - წერს ვლადიმერ ბოჟაძე Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი: დღეს საქართველოს უახლოეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო თარიღია - ვულოცავ სრულიად საქართველოს ნაცების საკონცენტრაციო ბანაკიდან დაღწევას
პრეზიდენტი ზურაბიშვილი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია
გიორგი გამსახურდია ოპოზიციას: ისე კარგია, თქვენ სიმბოლოდ შავი ლაქა რომ აირჩიეთ. ქართველი ხალხის ცნობიერებაში და საქართველოს ისტორიაში, შავ ლაქად ხართ დარჩენილები
თამარ ჩიბურდანიძე: რა წამოსცდა მიხეილ სააკაშვილს და რას გულისხმობდა ის სიტყვა „საფრთხეში“, როდესაც აფხაზეთის მიმართ დასავლეთის სიმპათიებზე საუბრობდა? რა სახიფათო თამაშს თამაშობს აგენტურა ახლა უკვე აფხაზეთით?
მამუკა მდინარაძე - ყველაფერი რუსული „ეზიზღებათ“ და ხოშტარიას წარმოადგენენ, მევახშეებს „ებრძვიან“ და ხაზარაძეს წარმოადგენენ, ადამიანებს მოღალატეობაში სდებენ ბრალს და გახარიას პარტიას წარმოადგენენ
არქივი